სოფიის ღია პირველობა. დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი იწყებს!

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ღია პირველობაზე ჩაერთვება. მისი მეტოქე 180-ე ნომერი დანიელ ბრენდსი იქნება.

ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს კარიერაში ერთხელ შეხვდა - 2014 წელს ორტისეის ტურნირზე, სადაც ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.

დანიელ ბრენდსი 31 წლის გერმანელი ჩოგბურთელია. მისი მაქსიმუმი 51-ე ნომერი იყო, ისიც 2003 წელს და მას შემდეგ რეგრესს განიცდის. კარიერის განმავლობაში მას 2 124 017 დოლარი აქვს გამომუშავებული.

მსოფლიოს რეიტინგში 180-ე ადგილზე მყოფმა ბრანდსმა ძირითად ბადეში მოსახვედრად ადვილად დაამარცხა პოლონელი კამილ მაჰრჩაკი და უკრაინელი
სერგეი სტახოვსკი.

ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვების შემთხვევაში 1/8-ფინალში მირზა ბასიკსა (99) და მარტინ კლიჟანს (38) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება ტურნირს, ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფიის პირველობა 250-ქულიანი კატეგორიისაა და საპრიზო ფონდი 586 140 ევროს შეადგენს.

ამავე ტურნირში ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს - მეტიუ ებდენთან ერთად ალექკანდრ დონსკისა და ალექსანდრ ლაზაროვის ბულგარულ დუეტს დაუპირისპირდება.

altნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაქვეითდა, საუკეთესო კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია

მკითხველის კომენტარები / 3 /
დააამტავრა უკვე D D D D D
ggggggg
15:52 05-02-2019
0
4:0 რომ იგებს და წააგებს ზეთს ამას რა ჰქვია?!
სანდრო
15:47 05-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული