რატომ გამოდიოდა რუსეთის სახელით? - 10 საინტერესო ფაქტი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა და მისი გვერდების შევსებას წარმატებულად აგრძელებს. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მის შესახებ.

10. ბასილაშვილი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. მამა - ნოდარი ქართული ეროვნული ბალეტის წევრი იყო, ხოლო დედა ნატალია - ექიმი.

9. ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში 6 წლი­სამ, გოგა სან­თე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ი­წყო. კარ­გა ხანს მამა ნო­დარ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ავარ­ჯი­შებ­და. 12 წლი­სა აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ვი­ტა­ლი გო­რინ­თან ვარ­ჯი­შობ­და. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 12-14-წლი­ა­ნებ­ში.

Sportall.Ge

8. ფლობს ქ
ართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. გატაცებულია ავიაციით და არ გამორიცხავს, კარიერის დასრულების შემდეგ ამ პროფესიით დაკავდეს.

7. ბასილაშვილი "ჰარდს" ანიჭებს უპირატესობას. ფავორიტი ჩოგბურთელი - როჯერ ფედერერი.

Sportall.Ge

6. ნიკოლოზ ბასილაშვილს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 3 628 326 დოლარი აქვს გამომუშავებული, თუმცა რეალურად ამ თანხის დაახლოებით 30% იმ ქვეყნებში რჩება, რომელშიც ეს თანხა მოიგო, დარჩენილი თანხის დიდი ნაწილი კი სამწვრთნელო შტაბში და ტურნირიდან ტურნირზე მოგზაურობაში იხარჯება.

5. ნიკა ცუდ ჩვევებს ასე აფასებს: "რა­დი­კა­ლუ­რად არაფ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი და მომ­ხრე არ ვარ. თუ სპორ­ტსმე­ნის ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია მო­წე­ვა და და­ლე­ვა, მო­წი­ოს და და­ლი­ოს. მე არც ვე­წე­ვი და არც ვსვამ."

Sportall.Ge

4. ჩოგბურთელს პატარა ვაჟი ჰყავს. როგორც ნიკამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, მისგან განსხვავებით, მისი შვილი სურს, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს.

3. ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის მაქსიმუმი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილია, რომელიც 7 იანვარს დააფიქსირა. მან 2018 წელს ორი ATP ტიტულის მოიგო. ერთეულებისგან განსხვავებით, ის წყვილებში 202-ე ნომერია, მაქსიმუმი კი 179-ე ადგილი იყო.

Sportall.Ge

2. ჩოგბურთელმა 2013 წელს იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი მო­დე­ლი ნეკა დო­რო­კაშ­ვი­ლია.


1. ნიკოლოზ ბასილაშვილს საკრამენტოში რუსი მენეჯერი ჰყავდა, რომელმაც რუსი სპონსორები მოუპოვა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი შეეცადა, სხვა სპონსორები მოეძებნა, თუმცა ვერ მოახერხა. ნიკას ან ჩოგბურთისთვის უნდა დაენებებინა თავი, ან რუსეთის სახელით უნდა ეასპარეზა. ნიკამ კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. ის რაღაც პერიოდი რუსეთის სახელით გამოდიოდა, თუმცა ის კალიფორნიაში ვარჯიშობდა და რუსეთთან შეხება არ ჰქონდა. როგორც კი შეძლო საკუთარი ფინანსების მოპოვება, საქართველოს დროშას დაუბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი კაცია და ღმერთმა ესეთი ქართველები გვიმრალოს....ბედნიერი ყოფილიყოს ოჯახთან ერთად!
სოსო
01:15 09-02-2019
0
ხასიათი აქვს ცუდი, ხშირად ვერ აკონტროლებს სიტუაციებს თავს ვერ ერევა.
ებიჯო
08:09 12-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული