როტერდამის ტურნირი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰეიონ ჩანგი 3 სეტში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ATP 500-ის ტურნირი წარმატებით დაიწყო.

მან 1/16-ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 სძლია.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 2 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტს ის 4:1-ს იგებდა და წააგო, შემდეგ კი თამაში შემოუტრიალა.

12 თებერვალს, მერვედფინალში ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძნელი მოგება, გილოცავთ! პირველი მოწოდება და ფსიქოლოგიური მდგრადობა აშკარად გვაკლია; სოფიაში 4:0-დან წავაგეთ, აქ - 4:1-დან(!) პირველ მოწოდებაზეა სამუშაო და ამ კომპონენტის გამოსწორება თავდაჯერებასაც მოიტანს
მერაბ გ.
12 თებერვალი 2019 06:37
0
ერთხელ წააგო და დაიწყეს ეხლა, ნადალი რომ განადგურდა ჯოკოვიჩთან, თამაში არიცის ან მეტი არ შეუძლია? 100 ჯერ სჯობია ჯოკოვიჩს ნადალი. ნადალის ხათრით ვუყურებ ჩოგბურთს და ფედერერისა. ვინ ჯოკოვიჩი რის ჯოკოვიჩი.
ნიკა 20_ეულის ჩოგბურთელი არისო რომ ამბობთ, 10_ეულის 4-5 ჩოგბურთელს აღემატება კლასით. დომინიკ ტიმი, დიმიტროვი და არიან კიდევ 1-2 ჩოგბურთელი რომელსაც ნიკა არ ჩამოუვარდება არაფრით. არის პერიოდები სპორტსმენების კარიერაში, ხან დაქვეითდები ხან მოუმატებ. დიდი ხანი გავიდა ნადალი სეტს აგებს? მიწასთან ასწორებდა ყველას 1-2 წლის უკან. მერე ისევ მოუმატებს. ნუ ეხლა ნადალის დონეზე და ფედერერისა ალაბთ ვერ მივა ნიკა, მაგრამ მათთან მოგება შეუძლია. სანამ ნიკას გააკრიტიკებთ, გაიხსენეთ, რომ საქართველოში არავითარი ჩოგბურთის ფედერაცია არარსებობს, ჩოგბურთი არარსებობს, მოყვარულობის დონეზეა. ნიკა თავისი ხარჯებით დადიოდა და არავინ ეხმარებოდა. მხოლოდ მისი დამსახურებაა წინსვლა და სხვა არაფრისი. აზრზე არარიან ჩოგბურთისა და აკრიტიკებენ გეგონება ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. რაც ქვეყანაა ის სპორტია.
....
12 თებერვალი 2019 13:32
1
შეეშვით რა. რა დონის ჩოგბურთელიც არის ისე თამაშობს, მოიგებს გავიხაროთ, წააგებს გვეწყინოს. ამის მაქსიმუმი ფაქტია 20-ული იყო და კი შეაბიჯა ერთხელ. აბა თუ ვინმეს ამისგან მეტის მოლოდინები აქვს, არ ცოდნია ეს სპორტი და ეგაა. ტიპს მოწოდება აქვს 200-სე ჩოგბურთელის, თამაშში უამრავ ორმაგ შეცდომას უშვებს, ასევე სადღას 200-ულის ჩოგბურთელის მსგავსად. ხოდა რასაც მიაღწია მადლობა ამისთვის. მე პირადათ უკეთესს აღარ ველოდები. ნუ ალბათ ცოტა ფულსაც იშოვის უაზრო წაგებებით,სანამ კარგი რეიტინგი აქვს. აბა რა ქნას, მე თუ ვხვდები არიფი ამის შესაძლებლობებს თვითონ და მისი მწვრთნელი ვერ ხვდებიან ვითომ? მიდი ნიკოლოზ სანამ დროა მიაწექი ძმა:))
saba
12 თებერვალი 2019 11:52
23
ჩვენ კი არა შენ არ იცი ეს სპორტი და დაანებე ყურებას თავი
semi
12 თებერვალი 2019 15:57
3
მაზოხისტია ეს ბიჭი რააა... მოსაგები უნდა წააგოს და მერე უნდა იპახავოს მოგებაზე...არაა სერიოზული იგროკი ეს რაა, ამაზე მეტს ვერ გაქაჩავს...:-\
მიროსან
12 თებერვალი 2019 11:11
12
ჩემი აზრით სეზონის დასაწყისია და ყველაფერი ნორმაში ჩადგება!!! სოფიის ტურნირიდან ხაჩანოვიც გამოვარდა, რომელმაც ნოვაკს პარიზის მასტერსი მოუგო და ამომავალი ვარსკლავი ციციპასიც!!! ერთი კარგი მატჩის ჩატარება უნდა და დალაგდება ყველაფერი!!! სერიოზული მეტოქე იყო კორეელი, შარშან როლანგაროსის ნახევარფინალში , ტერფებზე პრობლემების გამო, შეწყვიტა ფედერერთან მატჩი, 2017 წელს მოიგო GEN21 ტურნირი და ა.შ.!!!ნიკას გუშინ 15 ეისი ქონდა ჯამში, ეს კარგია!!! მეორესაც ძლიერად აწოდებს და ორმაგიც აქედან არის, რომ დაარბილოს არ ექნება, მაგრამ წააგებს გათამაშებას!!! სხვათაშორის, მეორე ჩაწოდების დროს აქვს ვინერსები!!! მოკლედ იმედით ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
12 თებერვალი 2019 14:40
0
დელპოტროს რომ მოუგო ფინალი მაშინ მაგარი იყო და ჩააგდო 1-2 თამაში და ეხლა არვარგა. სხვათაშორის მაშინ ნიკაც ცუდად იყო ვირუსი ქონდა გაიხსენეთ.
ika
12 თებერვალი 2019 13:34
1
ავსტრალიაში ისე ითამაშა,აშკარად რაღაც პრობლემები აქვს.აქაც ეტყობა,რომ ვერ არის მთლად თავდაჯერებული,მაგრამ ეგ არაფერი.დარწმუნებული ვარ მოუმატებს.მას ეს,ნამდვილად შეუძლია.მთავარია ჯანმრთლობა იყოს.
სოსო
12 თებერვალი 2019 12:54
1
ფეხის თითზე აქვს პრობლემა, ახალი მოტეხილი ქონდა ავსტრალიაზე.
semi
12 თებერვალი 2019 15:55
0
რა კარგი ამბავია, ვულოცავ ნიკოლოზს გამარჯვებას! ძალიან მესიმპატიურება და ვუსურვებ უფრო მეტ წარმატებას და მეტი სიმაღლეების დაპყრობას!!!
rusa
12 თებერვალი 2019 15:13
0
ნიკა ხვალ ხვდება ფუჩოვიჩს (უნგრეთი), რომელიც კარგ ფორმაშია და სოფიის ტურნირის ფინალში მედვედევთან წააგო!!! ბოლო პერიოდში ბევრი მატჩი ჩაატარა და წესით ცოტა დაღლილი უნდა იყოს!!! დღეს ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი, ციციპასი გამოეთიშა!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
13 თებერვალი 2019 20:44
0
ჰოლანდიელმა , ATP 213 ჩოგანმა , 22 წლის გრიკსპორმა ( პირველად დღეს გავიგე მისი არსებობის შესახებ) სამ სეტში დაამარცხა ATP 11, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი , კარენ ხაჩანოვი!!!
დათო
13 თებერვალი 2019 03:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული