ქართველი ჩოგბურთელი ნოკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში 27 წლის უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.
დღეს ფუჩოვიჩმა სლოვაკ მარტინ კლიჟანს 7:6, 6:4 სძლია.
ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილზეა, ფუჩოვიჩი კი 38-ეზე და მათი შეხვედრა დღეს ღამით გაიმართება.
ნიკოლოზმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო, 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.
როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.