ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის 1/8 ფინალში ფუჩოვიჩს შეხვდება

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნოკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში 27 წლის უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.

დღეს ფუჩოვიჩმა სლოვაკ მარტინ კლიჟანს 7:6, 6:4 სძლია.

ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილზეა, ფუჩოვიჩი კი 38-ეზე და მათი შეხვედრა დღეს ღამით გაიმართება.

ნიკოლოზმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო,  45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ოოო ფუჩურიჩთან თამაში რთული იქნება
lado
14 თებერვალი 2019 12:31
1
ახლა, ფუჩოს კი უნდა მოუგოს ნიკამ და გავიდეს ნიშიკორიზე, არა?!
N
14 თებერვალი 2019 03:56
0
უნდა მოუგოს ნამდვილად, მაგრამ ნიშიკორის შეხვდება თუ გულბისს ძნელი სათქმელია!!! გულბისი ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ჩოგბურთს აჩვენებს!!! ადრე არასერიზულად უდგებოდა ჩოგბურთს, ახლა კი თავდაუზოგავად იბრძვის!!!
დათო
14 თებერვალი 2019 15:19
0
ფუჩოვიჩს კარგ ფორმაშია , სოფიის ტურნირის ფინალში იყო და მედვედევთან წააგო!!! ბოლო პერიოდში ბევრი მატჩი ჩაატარა და წესით დაღლილი უნდა იყოს!!! დღეს ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი, ციციპასი გამოეთიშა, ასევე გამოეთიშა რაონიჩიც!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
14 თებერვალი 2019 01:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული