ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩთან 2 სეტში დამარცხდა

AutoSharing Option
როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში  ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან 6:7, 1:6 დამარცხდა.

მატჩი 1 საათი და 20 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილი მსოფლიოს 38-ე ჩოგანთან დამარცხდა. მან მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.

შეგახსენებთ, ნიკოლოზმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო.

ფუჩოვიჩი მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 27 /
დღეს ნიკას დაბადების დღეა!!! ვულოცავ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!!! პირველ რიგში მყარ ჯანმრთელობას!!! ტურნირების მოგებით გაგვახარე ყველა შენი გულშემატკივარი!!! წარმატებებს გისურვებთ ნიკა!!!
დათო
13:58 23-02-2019
0
ბატონო დათო,დღეს კაროლინა პლიშკოვა იგებდა მე-3 სეტში 5-2 ჰსიეჰისთან და თან მატჩზე აწოდებდა.თამაში მოიგო ჰსიეჰიმ.მერამდენედ??? როგორც ეტყობა ეს ტრიუკი ამართლებს.
გიოშა
16:59 21-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული