დუბაის ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვით იწყებს

AutoSharing Option
დუბაიში 25 თებერვალს სტარტს ATP-ის 500-იანი ტურნირი იღებს, რომელშიც მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

პირველ წრეში ის რუსეთის წარმომდგენელ კარენ ხაჩანოვს (11) დაუპირისპირდება.

ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველ ორ მატჩში ბასილაშვილმა იმარჯვა, უკანასკნელ ორში კი - ხაჩანოვმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ტურნირზე ბასილაშვილმა და ხაჩანოვმა წარუმატებლად იასპარეზეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2.73 მილიონი დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მასილაშვილს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.თუ აიჭრა ელემენტარულ,ბავშვურ შეცდომებს უშვებს.
თემო
12:56 25-02-2019
0
წარმატებები ნიკოლოზ,მაგრამ ისეთ ხალხთან აგებ ამ ბოლო დროს,რომ არც კი ვიცი ვინ იქნება შენთვის იდეალური მეტოქე :დ :/
აბგდ
00:37 24-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული