კარენ ჩახანოვი: როცა ბასილაშვილს თამაში მისდის, ძალიან ძლიერია

AutoSharing Option
გუშინ, 25 თებერვალს, დუბაის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსეთის პირველი ჩოგანი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა განვლილი შეხვედრა შეაფასა და ქართველი მეტოქეც შეაქო.

"უცნაური პირობები იყო, თუმცა ნიკოლოზი რთული მოწინააღმდეგეა. როცა თამაში მისდის, ძალიან ძლიერია. მთელი კვირის განმავლობაში თავს კარგად ვგრძნობდი, ბურთსაც კარგად ვარტყამდი, თუმცა დღეს ქარიც უცნაურად ქროდა, პლუს ამას, ბასილაშვილის სუპერაგრესიული თამაში... ჩემი თამაში ვერ ვაჩვენე და თავდაცვა მომიწია.

რა თქმა უნდა, შედეგი ლოგიკურია. კარგი მოწინააღმდეგე მყავდა და ვერც ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენე." -
განაცხადა ხაჩანოვმა.

შემდეგ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რობერტო ბაუტისტა აგუტია, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

ბასილაშვილისა და ესპანელის მატჩი ხვალ, 26 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე დაიწყება.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი მარტივად დაამარცხა

altხაჩანოვის ბასილაშვილთან დამარცხებას რუსები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აბრალებენ [VIDEO]

altნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებშიც გაიმარჯვა - 1/8 ფინალში რობერტო ბაუტისტას შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ბიჭი ყოფილა ყოჩაღ
გოგა
10:10 27-02-2019
0
დამარცხების ღირსეულად მიღებაზე მაგარი არაფერია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული