ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
27 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში 6:7(2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ესპანელმა მოიპოვა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, ამ შეხვედრაში გამარჯვებით კი ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ქართველმა კარენ ხაჩანოვს ორ სეტში მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ბორნა ჩორიჩსა და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 34 /
იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება შეხვედრის ყურება ?
0
ამ ბიჭის ყურება ერთი სიამოვნებაა, ძალიან მალე ტოპ 10 დაიდება, დატკბით!
Lifestyle
15:42 28-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული