ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორნა ჩორიჩთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან, ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 დამარცხდა.

აქამდე ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ ქართველმა იმარჯვა, ორჯერ კი ხორვატმა.

იქამდე ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვი და ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე გადავიდა.

ჩორიჩი ნახევარფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება.

დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
მოდით რეალურად შევხედოთ რა ხდება ტურში!!! ნიკამ რა შედეგიც აჩვენა დღევანდელდღემდე არის ფანტასტიური!!! ეს იმ დროს , როდესაც საქართველოში არანაირი პირობები და ხელშეწყობა არარსებობს!!! შევხედით რა ხდება, ATP 20-ში არის მხოლოდ ერთი ამერიკელი ისნერი, რომლის ჩოგბურთს მე პირადად არ ვთვლი ჩოგბერთად, მხოლოდ მოწოდებაზე, ეისებზეა ორიენტირებული. დღესაც აკაპულკოში მოუგო მილმანს 38 ეისს წყალობით!!! ესპანელი არის მხოლოდ ნადალი!!!! გერმანელი , მხოლოდ ზვერევი ( რუსული წარმოშობის) !!! ფრანგი, არა!!! და ამ დროს ჩვენ ქართველებს გვყავს ნიკა!!! ეს არის საამაყო!!! მე თქვენთან ერთად მინდა, რომ ნიკამ უფრო მეტს მიაღწიოს, მაგრამ ყველა ტურნრზე ეს შეუძლებელია!!! უამრავი ცნობილმა ჩოგბურთელმა , როგორც მოქმედა სპორტსმენმა ასევე ის ვინც უკვე დაამთავრა კარიერა, ვერ შეეძლო თუნდაც ერთი ATP ტურნირის მოგება, განსხვავებით ნიკასგან, რომელსაც უკვე ორი ტურნირი აქვს მოგებული!!! ეს არის რეალობა და ამას ვერ გავექცევით!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
21:01 01-03-2019
3
რა შეხვედრა წააგო გული კინაღამ გამისკდა. მეორე სეტში გატყდა მერე თითქოს დაბრუნდა მარა... ძაან დამწყდა გული.
3

სიახლეები პოპულარული