ოფიციალურად: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში კარიერის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
© GettyImages
4 მარტს, დუბაის ტურნირის დასრულების შემდეგ ATP-მა (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - ის ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანია.

ნიკოლოზმა ჯერ რუს კარენ ხაჩანოვს სძლია  - 6:4, 6:1; შემდეგ რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში 6:7(2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, დაძაბულ ბრძოლაში ტაი-ბრეიკით დამარცხდა ხორვატ ბორნა ჩორიჩთან - 6:4, 2:6, 6:7(1:7).

საუკეთესო კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია. მას რაფაელ ნადალი მოსდევს, მესამე კი გერმანელი ალექსანდერ ზვერევია. კარიერაში მერვე დუბაის
ტურნირის მოგების შემდეგ სამი პოზიციით დაწინაურდა როჯერ ფედერერი და ის, დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია.

altნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორნა ჩორიჩთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩოგბურთი არის არაგუნდური სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა, რომელსაც წონის კატეგორიებიც არა აქვს, ასე რომ მე-18 ადგილი არის ძალიან მაგარი, მაგრამ ნიკაც და ჩვენც მაქსიმალისტები ვართ და მხოლოდ მაშინ ვიქნებით კმაყოფილი, როცა პირველი გახდება, ეს რა თქმა უნდა ურთულესია, მაგრამ თუ ამას გააკეთებს ის იქნება გმირი, რამეთუ პლანეტაში არ დარჩება შეკითხვა, თუ სად არის საქართველო.
მინდია
18:06 04-03-2019
5
ვუსურვებ ათეულში შესვლას
ლევანი
17:24 04-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული