დღეს, 7 მარტს, კალიფორნიაში სტარტს აიღებს "ინდიან უელსის" ტურნირი, რომელზეც ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ითამაშებს.
27 წლის ქართველი ასპარეზობაში მეორე წრიდან, 1/32-ფინალიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე ინდოელ პრაინეშ გუნესვარანსა (97-ე ადგილი ATP-ის რეიტინგში) და ფრანგ ბენუა პერის (69) შორის გამარჯვებული იქნება.
1/16-ფინალში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილი შესაძლოა ხორვატ ბორნა ჩორიჩს (11), 1/8-ფინალში - ავსტრიელ დომენიკ ტიემს (8), მეოთხედფინალში კი მსოფლიოს პირველი ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდეს.
"ინდიან უელსს" ტრავმის გამო დააკლდება ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მე-5 ჩოგანი,
რაც შეეხება წინა წლებში "ინდიან უელსზე" ბასილაშვილის გამოსვლებს, შარშან ის ტურნირს პირველივე წრეში, ამერიკელ ტენის სანდგრენთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოეთიშა, 2017 წელს კი ასევე პირველ წრეში, ბარბადოსელ დერიენ კინგთან 5:7, 5:7 დამარცხდა.
პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, 27 წლის ქართველი 47 170 აშშ დოლარს და 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს, გათამაშების მთლიანი საპრიზო თანხა კი მიმდინარე წელს 9 035 428 აშშ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ბასილაშვილი დუბაის "მასტერსის" მეოთხედფინალში ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა (6:4, 2:6, 6:7).