ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა (8) ამერიკელი ვინუს უილიამსი დაამარცხა (7:6, 6:3) და კარიერაში მესამედ "ინდიან-უელსის" ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის მეორე სეტში კერბერის მიერ შესრულებული "სანთელი" WTA-მ "დღის საუკეთესო დარტყმად" აღიარა.

მანამდე ნახევარფინალის საგზური უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ (6), შვეიცარიელმა ბელინდა ბენჩიჩმა და კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ (60) მოიპოვეს, ნახევარფინალური წყვილები კი ასე გამოიყურება:
ბენჩიჩი - კერბერი
ანდრეესკუ - სვიტოლინა

ნახევარფინალში გასული თითოეული ჩოგბურთელი 327 965 აშშ დოლარს მიიღებს, ფინალში გასვლის შემთხვევაში ეს თანხა 654 860 დოლარამდე გაიზრდება, ტურნირის გამარჯვებულისთვის კი
1 340 860 დოლარის ოდენობის საპრიზო თანხაა გამოყოფილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული