ფოტო: Atptour.com
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ვებგვერდი საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ:
ნიკოლოზ ბასილაშვილი პერფექციონისტი და არტისტია. ის სუფთად ურტყამს, დამანგრეველ კომბინაციებს აწყობს და შესანიშნავ თამაშს აჩვენებს.
თუმცა ჩოგბურთში გონივრულად, საკუთარი გეგმის მიხედვით თამაშია ყველაზე გამოსადეგი.
"იდეალურობის სურვილი არ მაქვს. ვიცი, რომ ასეთი რეპუტაცია მაქვს. მთავარია, მარტივი გამოსავალი იპოვო. ნიკოლოზს ნამდვილად უყვარს იდეალურად თამაში და ამას ისე აჩენს, თითქოს ეს მარტივი იყოს." - ამბობს ბასილაშვილის გერმანელი მწვრთნელი იან დე ვიტი.
"ვიცი, სინამდვილეში როგორ
მისი ტალანტი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს იდგა.
"მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ საკმარისი თანხა მქონოდა ტურნირებზე მოსახვედრად. 2015 წელს, როდესაც უიმბლდონზე 2 მატჩი მოვიგე, გონებაში ცვლილება განვიცადე. კარგ ჩოგბურთს ვთამაშობდი, თუმცა საუკეთესო 50-ეულში ვერაფრით შევედი. მივხვდი, რომ მენტორი მჭირდებოდა. იანის ტაქტიკა ვიცოდი, მომწონდა და ამიტომაც დავუკავშირდი", - ამბობს ბასილაშვილი.
დე ვიტთან ერთად ბოლო 13 თვეში ნიკოლოზი 89-ე ადგილიდან მე-18 ადგილამდე აღზევდა. 2018 წელს მან ორი ტურნირი მოიგო - ჰამბურგსა და პეკინში.
"ამას დასახული გეგმით, პროფესიონალიზმითა და მწვრთნელის წყალობით მივაღწიე. მიმართულება მქონდა. ATP-ის ტურნირის მოგება ჩემი შრომის დასადასტურებლად მჭირდებოდა", - ამბობს ბასილაშვილი.
კარგი ფორჰედისა და ბექჰენდის მქონე ბასილაშვილს ყოველთვის ჰქონდა საკმარისი ტექნიკა და ფიზიკური მონაცემები, რომ უდიდესი მოთამაშეებისთვის ზიანი მიეყენებინა, თუმცა მისმა პერფექციონისტულმა და კრიტიკულმა ბუნებამ და უმწვრთნელობამ მისი განვითარება შეაფერხა.
"რომ შემეძლოს 21 წლის ნიკასთან საუბარი, სათამაშო სტილს არ შევცვლიდი, თუმცა მენტალურ მხარეზე მეტად ვიმუშავებდი. შედეგებზე არ ვფიქრობ, მთავარია, 100 პროცენტით დავიხარჯო. მსურს მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები, რათა, როცა კარიერას დავასრულებ, ვიცოდე, რომ ქვა ქვაზე არ დავტოვე".
"გვქონდა ნათელი სურათი, თუ სად გვინდოდა მივსულიყავით. გაკვირვებული ვარ, რა სწრაფად განიცადა მან პროგრესი. ასეთი სწრაფად ამთვისებელი მოთამაშე არასდროს გამიწვრთნია. ვიცი, რომ სანამ TOP 10-ში არ მოხვდება, კმაყოფილი არ იქნება, მე კი ეს ნამდვილად არ გამიკვირდება. მსოფლიოს მე-20 ჩოგნობა მისი ან ჩემი მიზანი არ ყოფილა. არც მე-10 ადგილია მიზანი, რადგან თუ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც დავგეგმეთ, ეს შედეგიც დადგება. ჩვენი მიზანი დიდი სლემის ტურნირის მოგებაა", - ამბობს იან დე ვიტი.
რამდენიმეწლიანი ფიქრის შემდეგ, თუ როგორ მიეღწია ჩოგბურთის მწვერვალებისთვის, ნიკოლოზი ამ გზას დაადგა, ოჯახისა და მწვრთნელის მხარდაჭერით.
მსოფლიო კლასის ქართველი მოთამაშე ჩოგბურთის უფრო უკეთ შესწავლას განაგრძობს." - ვკითხულობთ Atptour.com-ზე.