მაიამის ღია პირველობის მეოთხე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან (57) 6:7, 4:6 დამარცხდა.
ბასილაშვილმა აქამდე მიშა ზვერევს (75) 6:3, 6:2 და რობინ ჰაასეს (65) სძლია.
ნიკოლოზი პირველად გავიდა ამ ტურნირის 1/8 ფინალში და მიუხედავად წაგებისა, რეიტინგში ჯერჯერობით მე-17 ადგილზეა.
მეოთხედფინალში ოჟე-ალიასიმი ბორნა ჩორიჩსა და ნიკ კირიოსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.