დუშაინ ლაიოვიჩმა ციციპასისა და თვით ნოვაკ ჯოკოვიჩის დამმარცხებელ დანილ მედვედევს 2 სეტში მოუგო 7:5,6:1. აღსანიშნავია ის, რომ სერბი პირველ სეტში 1:5-ს აგებდა და მედვედევი სეტზე აწვდიდა, რის შემდეგაც 28 წლის ლაიოვიჩმა
ამასთანავე, ის გახდა 21-ე საუკუნეში რიგით მეორე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი, რომელიც მონაკოში ფინალს ითამაშებს, 2001 წელს ეს 53-ე ჩოგანმა მაროკოელმა ჰიჩამ არაზიმ მოახერხა. 18 წელია დუშან ლაიოვიჩზე უფრო დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი "მონტე კარლოს მასტერსის" ფინალში არ ყოფილა.
უფრო დიდი სენსაცია იტალიელმა ფაბიო ფონინიმ მოახდინა. 31 წლის ჩოგბურთელმა ორ სეტში(6:4,6:2) დაამარცხა რაფაელ ნადალი, რომელიც "მონტე კარლოს მასტერსის" რეკორდსმენია გამარჯვებებით - 11 ტიტული. რაფამ 2015 წელს როჯერ ფედერერთან ნახევარფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მონაკოში პირველად წააგო.
ლაიოვიჩმაც და ფონინიმაც რეიტინგში წინსვლა გაინაღდეს. განსაკუთრებით ლაიოვიჩმა, რომელიც ფინალში წაგების შემთხვევაში 24 საფეხურით დაწინაურდება და მსოფლიოს 24-ე ჩოგანი გახდება, გამარჯვების შემთხვევაში კი - მე-19 და ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუახლოვდება.
ფონინი ფინალში მარცხის შემთხვევაში მსოფლიოს მე-15 ჩოგანი იქნება, თუ გამარჯვებას მოახერხებს, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს და მსოფლიო რეიტინგის მე-12 პოზიციას დაიკავებს.
სამწუხარო გახლავთ ის, რომ ფონინის წინსვლა უაროფითად იმოქმედებს ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგზე. ნიკოლოზი 1 პოზიციით დაქვეითდება და ახალ მსოფლიოს რეიტინგში მე-18 ადგილზე ჩამოიჩოჩებს.
შეგახსენებთ, "მონტე კარლოს მასტერსის" ფინალისტი 600 სარეიტინგო ქულასა და 484,950 ევროს მიიღებს, გამარჯვებული კი 1000 ქულასა და 958,055 ევროს.
ფინალი 21 აპრილს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ATP