ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტში პირველი მატჩი გამართა.
წყვილთა თანრიგში მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად მოასპარეზე ქართველი კევინ კრავეცისა და ანდრეას მაიესის გერმანულ წყვილთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 3:6.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის ერთეულთა თანრიგში მეორე წრიდან ჩაერთვება.