ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაზლო ჯერესთან დამარცხდა

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს 33-ე ჩოგანთან,  უნგრული წარმოშობის 23 წლის სერბთან ლაზლო ჯერესთან 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი და ჯერე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 2015 წელს ქართველმა იმარჯვა, ხოლო 2018 წელს სერბმა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 6:3, 0:6, 6:3 მოუგო.

რადგან ტურნირიდან უკვე გამოვარდა შარშანდელი გამარჯვებული მარკო ჩეკანატო და რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა, ბასილაშვილი მე-17 ჩოგანი გახდება.

ჯერე ნახევარფინალში სერბ ფილიპ კრიჯინოვიჩს შეხვდება, რომელმაც ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:5 დაამარცხა.

ბუდაპეშტის ტურნირი 250-იან კატეგორიაში შედის და მისი საპრიზო ფონდი 501 345 ევროა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამან უიმბლდონიც რომ მოიგოს აღარ მაინტერესებს, ცანცარა სპორსმენია, ან არ ვიცი...
a
26 აპრილი 2019 21:27
11
იმ ფორმაში არ არის რაც ცოტა ხნის წინ, და ეს არ არის ტრაგედია, დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში ისევ გაგვახარებს. და ახლა ლანძღვა კი არა გვერდში დგომა სჭირდება.
წარმატებები ბასილაშვილს!
Irakli
26 აპრილი 2019 22:37
4
არასერიოზული და არასტაბილურია! 40:0 და საკუთარი მოწოდების წაგება ამაზე მეტი რაოდენობით არ მინახავს
დათო
26 აპრილი 2019 22:11
7
ძალიან სამწუხაროა ასეთი შედეგი!!! ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან : ზვერევი, ხაჩანოვი, ციციპასი...!!! ბოლო პერიოდში რაღაც ალოგიკური ხდება ჩოგბურთში !!! აბა მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში ლაიოვიჩი და ფონინი უნდა ყოფილიყვნენ???!!! მასტერსში სადაც თითქმის მთელი ტოპ10 იღებდა მონაწილეობას თავისი ნადალით და ჯოკოვიჩით!!! ფონინიმ ბოდიში მოუხადა მაყურებელს იმის გამო, რომ მათ ფინალის ბილეთები შეიძინეს ნადალის ან ჯოკოვიჩის და არა მისი და ლაიოვიჩის საყურებლად !!! ზვერევი გუშინ წერდა, რომ ორმოშია და ვერ ამოდის!!! იმედია ყველაფერი დალაგდება და ნიკა გაგავახარებს თავისი გამარჯვებებით!!!
დათო
27 აპრილი 2019 00:34
3
შარშან გაუვარდა ყარაულის თოფივით და როგორც ვიცით ხოლმე ცაში აიყვანეს ქებით და ისეთი ზღაპრებიც მოვისმინე როგორიც ფედერერთან და ნადალთან შეუძლია თანაბრად თამაშიო.საუკეთესო სპოტსმენის ნომინაციაშიც იყო.არ იცის თამაში ამ კაცმა ან ყუმარობს.თუმცა ერღი მეორეს ხელს არ უშლის.გაიტანეთ გრენლანდია
dato
27 აპრილი 2019 00:25
17
100%-იან ძმა
მიროსან
27 აპრილი 2019 07:59
11
ძალიან მეეჭვება, რომ ნიკა ყომარობდეს. ლაბაძე რომ ყომარობდა ცნობილია. არაერთხელ იყო მისი თამაშები გამოძიების საგანი. ნიკა ნამეტანი წესიერი კაცი მგონია. მის შედეგებს რაც შეეხება, ეს ჩემთვის გარკვეულწილად გასაგებია. ქართული ხასიათი აქვს - აფეთქდება, აღივსება მონდომებით, ძალით, მოიგებს და მერე ეშვება. ალბათ ასე ხართ უმეტესობაც. მე ასე ვარ. რუსები რასაც ჟილკას ეძახიან და ინგლისურში დრაივი რომ ჰქვია, ჩვენ დიდ ხანს არ მიგვყვება. მგონი ასეა ნიკაც. უბრალოდ შევეგუოთ ამას. ტოპ-20 კი ისეთი სურრეალიზმია ქართველი ჩოგბურთელისთვის, რომ ამის დაუნახაობა და დაუფასებლობა არ შეიძლება. თან ერთიც არის - გააჩნია საფარს. არა მგონია თიხა ნიკას საუკეთესო საფარი იყოს. როგორც წესი სამხრეთ ევროპელები, სამხრეთ ამერიკელები, თბილი კლიმატის ხალხია მაგარი თიხაზე.
odala
27 აპრილი 2019 19:45
0
წელა ბასილაშვილის წაგებებზე იმდენი თანხა მოვიგე,რომ რეალი-ბარსელონას თამაშს დავესწარი.მადლობა კოლია. ეხლა ბრაზილიაში დასასვენებელ ფულს დავაგროვებ.ხოლო კოლია სეზონის ბოლოს 100 შიც აღარ იქნება. ვისაც არ გესიამოვნათ ცივი წყალი დალიეთ
ზაზა
27 აპრილი 2019 00:22
18
ბოლო სამი სამ სეტიანი თამაშიდან მეორე სეტი 18-4 აქ წაგებული ცოტა არგუმენტია ყომარბაზობის? რამდენი ხანი უნდა აბრალოთ ფორმას? თუ არ ხარ ფორმაში საერტოდ არ უნდა იტამაშო დევისის თასი გაიხსენეტ ასევე
ნოდო
27 აპრილი 2019 00:13
10
ყველა შეხვედრას თავისი შეცდომებით აგებს და არა მოწინააღმდეგის კარგი თამაშის გამო
თემო
26 აპრილი 2019 22:57
1
დამთავრდა ამის თამაში ეხლა ნელ-ნელა უკან წავა
ლევანი
26 აპრილი 2019 23:04
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული