ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში მადრიდის მასტერსის პირველივე წრიდან გამოვარდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) მადრიდის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 37-ე ჩოგანთან, ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან 7:6, 3:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თამაში 2 საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი - არც ერთი.

ტიაფო მეორე წრეში კოლშრაიბერსა და კუკუშკინს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი რომის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას, იქამდე კი მადრიდის მასტერსზე წყვილთა თანრიგში იასპარეზებს - 7 მაისს მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად ბრიტანელი ჯეიმი მარისა და ბრაზილიელი ბრუნო სოარეშის დუეტს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა ამ კაცს საქართველო რომ ჩასვა ჩოგბურთში
kico
17:36 07-05-2019
0
10-0 ზე იყო ორმაგი შეცდომები. კომენტარი ზედმეტია. და ამ ერტჯერად ჩოგბურტელს უპირებდნენ შარშან საქართველოს საუკეთესო სპორტსმენობას? ცოტა ტვინი დაატანეთ რო წერთ ამ უაზრო კომენტარებს.ნადალს ვიწრო წრეში უთქვამს მაგრად გამიმართლა ეგ რო გავარდაო)))))
ზაზა
10:56 07-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული