დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა - უკანასკნელი მოწოდების წინ ვეტერანი ტაშით დააჯილდოეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
37 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა დავიდ ფერერმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი 8 მაისს ალექსანდერ ზვერევის წინააღმდეგ, მანოლო სანტანას ტურნირზე გამართა, სადაც 4:6, 1:6 დამარცხდა.

დავიდ ფერერის ბოლო მოწოდების წინ გერმანელმა ზვერევმა გულშემატკივრებს მისი მეტოქის გამხნევებისკენ მოუწოდა და დამსწრე პუბლიკამაც ტიტულოვანი სპორტსმენი ტაშით გააცილა.

დავიდ ფერერს 27 ტიტული აქვს მოგებული, კარიერის განმავლობაში კი, ჯამში, 31 436 645 დოლარი გამოიმუშავა, რაც ყველა დროის მე-7 შედეგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული