რომის მასტერსის მერვერდფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

იმის გამო, რომ რომში ოთხშაბათს წვიმდა, ნადალს დღეს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ის ბასილაშვილთან დაპირისპირებამდე ფრანგ ჟერემი ჩარდს ადვილად გაუსწორდა - 6:0, 6:1. ზოგს ეგონა, ერთ დღეში ორჯერ თამაში ნადალს გაუჭირდებოდა და ეს ქართველს გარკვეულ შანსს აძლევდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ცრუ გამოდგა. ბრძოლა, ფაქტობრივად, არ შედგა. ბასილაშვილი ნადალთან მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

ბასილაშვილმა ტურნირზე ჯერ მარტონ ფუჩოვიჩს, ხოლო შემდეგ ლასლო ჯერეს სძლია.

ნადალთან მოგების შემთხვევაში ნიკოლოზს შეეძლო რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადასულიყო.

კ ო მ ბ ლ ე
მარჯვენა კრაი უჭირს თორემ...... ვერ ვერკვევი და .... ჩოგბურთი რომელი სპორტია? გრძელი ბურთით რომ თამაშობენ???
დათო
ნადალმა რომის ფინალში სამ სეტში მოუგო ნოვაკს!!! პირველი სეტი: 6:0, მესამე სეტი :6:1!!! აღმოჩნდა,რომ მარტო შარდი და ნიკა არ ყოფილან გამონაკლისები!!! ჯოკოვიჩმაც მათი ბედი გაიზიარა!!! ასე, რომ მთლად ისე არის რასაც კომენტარებში კითხულობ!!!
მიროსან
1. იმათ საპასუხოდ ვინც აქ წერს რო საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურასთან შედარებით ძალუან კარგად თამაშობს -- რა, აქ ემზადება თუ რა შუაშია საქართველოს ინფრასტრუქტურა??? 2. რაში გამოიხატება პროგრესი? ახლანდელ 18 ადგილში? ეგ შეიძლება გვეთქვა შარშან როცა ამას მიაღწია, მაგრამ არა წელს, როცა წესით უნდა მოემატებია თამაშის დონისთვის და საპირისპიროდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს წლევანდელი მისი თამაშის დონე... და რომელ ადგილზე დაასრულებს წლის ბოლოს თამაშს ეგ კიდე წინ გველის! 3. ნადალი, ნადალიო რო დაუჯინებია ზოგიერთს აქ, შარშან რო წააგო ღირსეულად ვინმეს საყვედური დასცდა? ნადალმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები...მარა სწორედ ეგ იყო სამწუხაროდ პიკი როგორც ჩანს და აწი ეგ ტურნირის მომგები არ ჩანს...ატპ ვგულისხმობ რათქმაუნდა... და ბოლოს, როცა ჯანსაღ კრიტიკას წერს აქ ხალხი და წაესევიან ვითომ მტერი იყოს და ჩასაფრებული, ეგაა სწორედ რო უმრავლესობა გარტყმაში არაა არც ჩოგბურთის და არც ჭეშმარიტი გულშემატკივრობის...გული რო შეგვტკივა მიტომაც ვწერთ , აბა ვიღაცა მიკლუხო მაკლაი მოიგებს თუ წააგებს სუ ალაზანში არ მკიდიაა?
lis
ღირსების საკითხია ნადალთან მოგება ... რევანში უნდა აიღოს... სრულყოფილებისათვის საჭიროა საუკეთესოს მოუგოს....
gio
წინსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ 2 მოგებულ ტურნირზე აქვს ქულები დასაცავი და თუ ადრეულად გამოეთიშება ტურნირებს, 50-ეული სანატრელი გაუხდება.
reali
რა სავალდებულიოა ნადალს მოუგოს ... იყოს წარმატებული და ეგეც ყოფნის
ნიკოლოზი
ბასილაშვილი უამრავ შეცდომას უშვებს , თუნდაც ჩაწოდებისას ორმაგ შეცდომებს, ეს მისი ბრალია და არა ნადალის, სხვასთან შეიძლება დაკომპენსირდეს რაღაცით მაგრამ ძლიერ ჩოგბურთელთან თვალში საცემია ყველაფერი
lis
ერთ დღეს აუცილებლად მოუგებ ნიკა....
მერაბ გ.
ბასილაშვილი 2 დღის უთამაშებლობამ ამოაგდო სათამაშო რიტმიდან; რომ არა ეს, ნადალს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. არა უშავს, მჯერა, რომ ის კიდევ წინ წავა და არაერთხელ გაგვახარებს
ნოდო
საერთოდ არაა შუაში საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა რუსეთში განვითარებული როა ჩოგბურტი იმის დამსახურებაა მისი ეს ფორმა რადგან იქ ხელშეწყობა ქონდა და მიაღწია წარმატებას ასე რო რაშია გმირობა საქართველოში არსებულ ინფრასტუქტურაზე საერთოდ არ ემზადება
reali
ნიკოლოზი ძან მაგრია და ჩვენთვის ეს ძან დიდი მიღწევაა რო ბასილაშვილი ოცეულშია.. რაც შეხება ამ თამაშს ლოგიკური იყო რაც მოხდა ,, ვერ გავიგე რატო გაქვთ პრეტენზიები... ნადალის დამარცხების ილუზიაც რატო იყო ვერ მივხდი
germane
უფფ რა მშიშარა ყოფილა რას გადიოდა საერთოთ
მაგარი ბიჭია ნიკა
ნიკას პროგრესში ჩანს მისი დაუღალავი შრომა და პროფესიონალის მენტალიტეტი. ამიტომ ძალიან ვაფასებ მას როგორც სპორტსმენს. ძალიან რთულის სპორტია ჩოგბურთი, ძალიან დიდი კონკურენციით. მსოფლიოს ოცეულში ყოფნა ბევრს ნიშნავს და არ უნდა ვესროდეთ ტალახას ერთმანეთს ასე მარტოვად და არ ვუყრიდეთ ქართველები შრომას ერთმანეთს წყალში. თან სწორად დაიწერი ქვემოთ ერთი კომენტარი, ნიკა ბევრად წინ არის ვიდრე ჩოგბურთია ჩვენთან განვითარებული. ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას რომ ჰქონდეს ასეთი მშრომელი და მებრძოლი მენტალიტეტი, ვარკსვლავები იქნებოდნენ, მარად ნიჭიერებად რომ რჩებიან.
Joko
პირდაპირ დავწერ რა. ნოდოს კომენტარის გარდა არცერთი საერთოდ გაგებაში არ არის ჩოგბურთის. არ არის ნიკა იმ ადგილის დონის სადაც ეგ არის!!!! არ უნდა მიკიბ მოკიბვა. არანაირი იარაღი არ აქვს არსენალში. ჩოგბურთის მცოდნეები მიხვდებიან.
გიორგი ჯანიკაშვილი
დამარცხებას ათასი მიზეზი მოეძებნება.დღეს ნადალი შარდისთანაც და ნიკოლოზთანაც გამორჩეულად აგრესიული იყო.ამის მიზეზი ალბათ მადრიდის მასტერსზე ნახევარფინალში დამარცხება იყო.ციციპასმა ნადალს მის საყვარელ თიხის კორტზე მესამე სეტის ბოლოს გატეხა.დაიწერა კიდეც-ნადალს ,,ახალგაზრდებთან" გამკლავება უჭირსო,მაგრამ...რომის ტურნირზე გაბრაზებული ნადალი ისეთი შემართებით თამაშობს,რომ წინ ვერავინ დაუდგება.ასეთი ნადალი კარგა ხანია არ გვინახავს.ნიკოლოზი კი მაინც წინ მიიწევს,ტიტანებთან სიახლოვეს მეთოდურად ეჩვევა და ელიტასაც უშინაურდება.არც ის უნდა დავივიწყოთ,რომ მინიმუმ 5 წელი შესაფერისი მწვრთნელის ძებნაში დაიკარგა.დღეს პროგრესი სახეზეა.ზვერევი,ციციპასი და ორიოდე სხვა ახალგაზრდა ტენისისტი უკვე არცთუ იშვიათად ამარცხებს დიდ სამეულს და მჯერა-ნიკაც მალე ამოუდგება მათ გვერდში;არცერთ მათგანს ნიკა არ ჩამორჩება რომელიმე კომპონენტში[ თუ არ აღემატება მათ ].დიდი სამუშაო აქვს ნიკას გასაწევი ფსიქოლოგიური მდგრადობის მიმართულებითაც[რაც ხშირად არალოგიკურ ლაფსუსებში გამოიხატება-ხოლმე ],მაგრამ ამ მხრივაც შეიმჩნევა პროგრესი.ნუ დავძრახავთ და ნუ გავუწყრებით ნიკოლოზს.ის აღმავლობის გზაზე დგას და ახალი მწვერვალების დაპყრობით მალე გაგვახარებს.
სირბილის სწავლების ცენტრი
კიდევ შეხვდებიან და ერთად ვუგულშემატკივროთ!
მიდი ნიკა
ნუ იცით ხოლმე რა!მოიგებს გააღმერთებთ წააგებს და ლანძღავთ.ძალიან მაგარი ბიჭია,იმაზე 1000ჯერ მაგარი ვიდრე ჩოგბურთია განვითარებული საქართველოში.ამიტომ ეს ბიჭი გმირია.თავი ზემოთ.წარმატებები
ნოდო
ამას დამარცხება არ ქვია მასტერკლასი ჩაუტარა არ გინდათ ახლა ნადალიო და მერე რაო ბოლო ერთ თვეში ნადალი თიხის მეფე სამჯერ დამარცხდა ასე რო 12-1 წაგება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ფაქტია სამწუხაროდ
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
"ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა