ნადალი ბასილაშვილისათვის სულ სხვა სიმაღლეა, დაუძლეველი მწვერვალია

AutoSharing Option
რომის მასტერსის მერვერდფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

იმის გამო, რომ რომში ოთხშაბათს წვიმდა, ნადალს დღეს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ის ბასილაშვილთან დაპირისპირებამდე ფრანგ ჟერემი ჩარდს ადვილად გაუსწორდა - 6:0, 6:1. ზოგს ეგონა, ერთ დღეში ორჯერ თამაში ნადალს გაუჭირდებოდა და ეს ქართველს გარკვეულ შანსს აძლევდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ცრუ გამოდგა. ბრძოლა, ფაქტობრივად, არ შედგა. ბასილაშვილი ნადალთან მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

ბასილაშვილმა ტურნირზე ჯერ მარტონ ფუჩოვიჩს, ხოლო შემდეგ ლასლო ჯერეს სძლია.

ნადალთან მოგების შემთხვევაში ნიკოლოზს შეეძლო
რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადასულიყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მარჯვენა კრაი უჭირს თორემ......
ვერ ვერკვევი და .... ჩოგბურთი რომელი სპორტია? გრძელი ბურთით რომ თამაშობენ???
კ ო მ ბ ლ ე
24 მაისი 2019 03:04
0
ნადალმა რომის ფინალში სამ სეტში მოუგო ნოვაკს!!! პირველი სეტი: 6:0, მესამე სეტი :6:1!!! აღმოჩნდა,რომ მარტო შარდი და ნიკა არ ყოფილან გამონაკლისები!!! ჯოკოვიჩმაც მათი ბედი გაიზიარა!!! ასე, რომ მთლად ისე არის რასაც კომენტარებში კითხულობ!!!
დათო
19 მაისი 2019 20:45
0
1. იმათ საპასუხოდ ვინც აქ წერს რო საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურასთან შედარებით ძალუან კარგად თამაშობს -- რა, აქ ემზადება თუ რა შუაშია საქართველოს ინფრასტრუქტურა???
2. რაში გამოიხატება პროგრესი? ახლანდელ 18 ადგილში? ეგ შეიძლება გვეთქვა შარშან როცა ამას მიაღწია, მაგრამ არა წელს, როცა წესით უნდა მოემატებია თამაშის დონისთვის და საპირისპიროდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს წლევანდელი მისი თამაშის დონე... და რომელ ადგილზე დაასრულებს წლის ბოლოს თამაშს ეგ კიდე წინ გველის!
3. ნადალი, ნადალიო რო დაუჯინებია ზოგიერთს აქ, შარშან რო წააგო ღირსეულად ვინმეს საყვედური დასცდა? ნადალმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები...მარა სწორედ ეგ იყო სამწუხაროდ პიკი როგორც ჩანს და აწი ეგ ტურნირის მომგები არ ჩანს...ატპ ვგულისხმობ რათქმაუნდა...
და ბოლოს, როცა ჯანსაღ კრიტიკას წერს აქ ხალხი და წაესევიან ვითომ მტერი იყოს და ჩასაფრებული, ეგაა სწორედ რო უმრავლესობა გარტყმაში არაა არც ჩოგბურთის და არც ჭეშმარიტი გულშემატკივრობის...გული რო შეგვტკივა მიტომაც ვწერთ , აბა ვიღაცა მიკლუხო მაკლაი მოიგებს თუ წააგებს სუ ალაზანში არ მკიდიაა?
მიროსან
17 მაისი 2019 18:00
4
წინსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ 2 მოგებულ ტურნირზე აქვს ქულები დასაცავი და თუ ადრეულად გამოეთიშება ტურნირებს, 50-ეული სანატრელი გაუხდება.
gio
17 მაისი 2019 15:20
0
ბასილაშვილი უამრავ შეცდომას უშვებს , თუნდაც ჩაწოდებისას ორმაგ შეცდომებს, ეს მისი ბრალია და არა ნადალის, სხვასთან შეიძლება დაკომპენსირდეს რაღაცით მაგრამ ძლიერ ჩოგბურთელთან თვალში საცემია ყველაფერი
ნიკოლოზი
17 მაისი 2019 13:24
1
ერთ დღეს აუცილებლად მოუგებ ნიკა....
lis
17 მაისი 2019 09:39
8
ღირსების საკითხია ნადალთან მოგება ... რევანში უნდა აიღოს... სრულყოფილებისათვის საჭიროა საუკეთესოს მოუგოს....
lis
17 მაისი 2019 15:41
2
რა სავალდებულიოა ნადალს მოუგოს ... იყოს წარმატებული და ეგეც ყოფნის
reali
17 მაისი 2019 14:27
1
ბასილაშვილი 2 დღის უთამაშებლობამ ამოაგდო სათამაშო რიტმიდან; რომ არა ეს, ნადალს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. არა უშავს, მჯერა, რომ ის კიდევ წინ წავა და არაერთხელ გაგვახარებს
მერაბ გ.
17 მაისი 2019 08:38
17
ნიკოლოზი ძან მაგრია და ჩვენთვის ეს ძან დიდი მიღწევაა რო ბასილაშვილი ოცეულშია.. რაც შეხება ამ თამაშს ლოგიკური იყო რაც მოხდა ,, ვერ გავიგე რატო გაქვთ პრეტენზიები... ნადალის დამარცხების ილუზიაც რატო იყო ვერ მივხდი
reali
17 მაისი 2019 07:45
3
უფფ რა მშიშარა ყოფილა რას გადიოდა საერთოთ
germane
17 მაისი 2019 07:04
9
ნიკას პროგრესში ჩანს მისი დაუღალავი შრომა და პროფესიონალის მენტალიტეტი. ამიტომ ძალიან ვაფასებ მას როგორც სპორტსმენს. ძალიან რთულის სპორტია ჩოგბურთი, ძალიან დიდი კონკურენციით. მსოფლიოს ოცეულში ყოფნა ბევრს ნიშნავს და არ უნდა ვესროდეთ ტალახას ერთმანეთს ასე მარტოვად და არ ვუყრიდეთ ქართველები შრომას ერთმანეთს წყალში.

თან სწორად დაიწერი ქვემოთ ერთი კომენტარი, ნიკა ბევრად წინ არის ვიდრე ჩოგბურთია ჩვენთან განვითარებული.

ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას რომ
ჰქონდეს ასეთი მშრომელი და მებრძოლი მენტალიტეტი, ვარკსვლავები იქნებოდნენ, მარად ნიჭიერებად რომ რჩებიან.
მაგარი ბიჭია ნიკა
17 მაისი 2019 02:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული