ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ფელიქს ოჟე ალიასიმთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
24 მაისს, ATP ტურის 250-იანი კატეგორიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16)  18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან (28) 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა.

აქამდე ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - მაიამის მასტერსზე კანადელმა 7:6, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება, მერვედფინალში ფრანგ ტრისტან ლამასინის (270) 7:5, 7:5, ხოლო მეოთხედფინალში მის თანამემამულეს ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 სძლია.

25 მაისს ფინალში ოჟე ალიასიმი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება.

ნიკოლოზი ამის შემდეგ როლან გაროსზე იასპარეზებს, სადაც პირველ წრეში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს (79) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ნიკოლოზს კარგი ფსიქოლოგი ჭირდება, რომელსაც მწვრთნელი ვერ უსრულებს( არ გეწყინოს ნიკუშ ) , ეს არასტაბილურობა რაც ამდენი ხანია მოსდევს დალაგდებოდა, განცდებს,ემოციებს და ალბათ საკუთარი თავის ღირსეულად ვერ შეფასების ბრალია.... ნიკოლოზ არ უნდა დაიძაბო შენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაგარი ჩოგბურთელი ხარ , სულ უნდა გახსოვდეს და ყველას მაგრად გვიყვარხარ მიუხედავად იმისა იგებ თუ აგებ.... და ისიც არ დაგავიწყდება რომ ისინი ვერაფრით ვერ გჯობნიან.... შენ თავს შენ თუ ავნებ ისევ ))) მაგრად იყავი და გაძლიერდი შენი შრომისმოყვარებით და ღმერთი შეგეწევა .... ღმერთი ყველაფრის შემძლეა...
soso
24 მაისი 2019 23:33
0
მენტალურად ძაან კარგად გამოიყურებოდა ნიკოლოზი ამ ტურნირზე მაგრამ ფაქტია რომ ცოტათი აჯობა ამ ლაწირაკმა. ნაიკი ტყუილად არავის ასპინსორებს.
გუჯი
24 მაისი 2019 23:01
3
შევეგუოთ რა დონეც არის.თუ ხანდახან რამე მოიგო გავიხაროთ.
რეალისტი
25 მაისი 2019 10:34
0
Egrea ki
გუჯა
25 მაისი 2019 10:50
0
არა უშავს. აგებს, მაგრამ წინ მიიწევს! მსოფლიო რეიტინგში უკვე მეთექვსმეტეა. ახლა როლან გაროსი რომ მოაგებინა... ისე, აქამდე ნიკუშას კი არ უგებდნენ, ნიკუშა აგებდა. ცოტა შეცდომების მოკლება და სტაბილურობის მომატება სჭირდება. წარმატებები ჩვენს ლიდერს!
N
25 მაისი 2019 06:59
2
სირცხვილია ეს ბავშვი სადაც დაიჭერს ყველგან უგებს.
kico
25 მაისი 2019 00:47
11
მოგებული თამაში რომ წააგო მაგაზე მეშლება ნერვები
musenbezi
25 მაისი 2019 16:11
0
ბედი მაქვსო ნიკამ უნდა თქვას, ფაქტობრივად ყველა ტურნირიდან წაგებული მოდის და რეიტინგში მაინც წინ მიიწევს.
წარმატებები!
25 მაისი 2019 11:56
3
მაგრად მეწყინა! იქნებ კიდევ უფრო კარგი მწვრთნელი და ფსიქოლოგი სჭირდება??!!
aburjga
25 მაისი 2019 13:22
0
მეგობრებო,ჩოგბურთის მცოდნეებო,არ აქვს ნიკას არსენალში ის კომპონენტები რაც 16 ჩოგანს უნდა ჰქონდეს. ეგ არ არის მისი ადგილი და მაგიტოც გიკვირთ წაგებდბი,მისი ადგილი არის 50 ეულის ბოლოსკენ და რეალურადაც ეგ ადგილი რომ ეჭიროს აღარ გაგიკვირდებოდათ ეგ წაგებები. რა 16 -ე ჩოგანი. ჩოგბურთი ვისაც ესმის მიხვდება კარგად.
Joko
25 მაისი 2019 16:47
11
სამი, ოთხი მოთამაშის გარდა კიდევ ვის აქვს ეს კომპონენტები იქნებ გვთხრათ???!!! მადლობა!!!
დათო
25 მაისი 2019 22:13
1
ჩოგბურთში მუდმივი სტაბილურობა უძნელესი რამ არის!!! ეს არის ფიზიკური და ფსიქოლოგიუი მდგომარეობის ურთიერთ ჰარმონია ,რაც ძალიან ძნელი მისაღწევია!!! დღეს მხოლოდ რამოდენიმე მოთამაშეს შეუძლია იყოს სტაბილური, ისიც რაღაც პერიოდების განმავლობაში!!! ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი და მორჩა!!! წელიწადნხევრის წინ ჯოკოვიჩი რა დღეში იყო ალბათ გახსოვთ!!! ხან ვაიდა გაუშვა, ვიღაც გურუს გამო და ხან მწვრთნელების არჩევის ექსპერიმენტებს ატრებდა!!! დღეს კარგ ფორმაშია, მაგრამ ნადლთან ორ სეტს 6:0, 6:1 რომ წააგებ, რომელ 100% -იან სტბილურობაზეა ლაპარაკი!!! აბა შეხედეთ ამ ჩოგბურთელების გუნდებში რამდენი ადამიანი მუშაობს???!!! როჯერს 30 კაცი ყავს გუნდში!!! რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული წარმოიდგინეთ!!!რა დღეში არიან სხვა ტოპ ჩოგბურთელები ნახეთ: დიმიტროვი, მომავლი ფედერერიაო ამბობდნენ , ვავრინკა, ზვერევი, ხაჩანოვი, მონფილსი, ვერდასკო, სიმონი, კოლშრაიბერი,ცონგა, გოფენი, რაონიჩი...!!! ნიკამ რაც გააკეთა დღევანდელ დღემდე წარმოუდგენელია!!! ყოველგვარი დახმარების გარეშე მიაღწია ამხელა შედეგს!!! მთელ ატპ ტურს უნდა ადევნო თვალი და ყველაფერი გასაგები გახდება!!! თორემ ვიღაც ვითომ ნიკას გულშემატკივრები შეხედავენ მხოლოდ შეხვედრის შედეგს და აკეთებენ არასწორ კომენტარებს!!! ყველამ ჩვენ თავში ჩავიხედოთ , რა გვაქვს გაკეთებული ცხოვრებაში და შემდეგ ვაკრიტიკოთ სხვა!!! ნიკა არის ძალიან მაგარი სპორტსმენი, მაგარი ქართველი და დარწმუნებული ვარ , ზოგჯერ უხამსი კომენტარების ავტორებს პირადად გასცემდა ღირსეულ პასუხს!!! ადვილია ინკოგნიტოდ წერო , კაცს რაღაც დააბრალო და დაიმალო!!! დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები , პირადი შეხვედრის შემთხვევაში ნიკას დიფერამბებს მიუძღვნიან და განსხვავებულებს ბოლომდე დაცლიან!!! სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს ფაქტია!!! ნიკამ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაახსენა საქართველო და მადლობა მას
ამისთვის!!!
დათო
25 მაისი 2019 22:08
1
ყველა გამოხმაურება
სოსო 15 წლისა ხარ,კაკულია და მეტრეველზე რომ არაფერი გაგიგია?
status quo
25 მაისი 2019 15:32
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული