27 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა გამართა და ხუან იგნასიო ლონდეროსთან 3 სეტში ანგარიშით 4:6, 1:6, 3:6 დამარცხდა.
25 წლის არგენტინელი მსოფლიოში 79-ე ჩოგანია, თუმცა მე-16 ადგილზე მყოფ ბასილაშვილთან პაექრობა არ გაუჭირდა.
ბასილაშვილმა ამ ტურნირზე შარშანაც წარუმატებლად იასპარეზა, პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა. "როლან გაროსზე" მისი საუკეთესო შედეგი 2017 წელს მესამე წრეში გასვლაა.