რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერი დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერი კარიერაში 24-ედ დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში მე-12-ედ გავიდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ესპანელმა შვეიცარიელს შანსი არ მისცა და სამ სეტში მოუგო - 6:3, 6:4, 6:2.

შეხვედრას თან ძლიერი ქარი ახლდა, რომელიც თამაშს ძალიან ართულებდა. თუმცა, რაფაელს ამან ხელი არ შეუშალა და საკუთარ საყვარელ კორტზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული მატჩი ორ ლეგენდას შორის გამართული 39-ე შეხვედრა იყო და როგორც ზევით აღვნიშნეთ, 24 რაფაელ ნადალმა მოიგო. სხვათა შორის, ამ თამაშამდე ბოლო 4 შეხვედრა როჯერს ჰქონდა მოგებული.

რაფაელ ნადალი, რომელსაც როლან გაროსის ყველა ფინალი აქვს მოგებული, მეტოქეს დაელოდება. მის წინააღმდეგ თამაშისთვის მეორე ნახევარფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან ერთმანეთს.

შეგახსენებთ, გამარჯვებული 2,300,000 ევროსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 1300 სარეიტინგო ქულასა და 1,180,000 ევროს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მონაგები - არა, მოგებული - კი
მამუკა
18:10 07-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული