ქართველის მეტოქე პირველ წრეში იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეში მეექვსე ნომრადაა განთესილი. რაც შეეხება ბერეტინს, ის განუთესავთა შორისაა და მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს.
ტურნირში ქართველ ჩოგბურთელზე წინ გაელ მონფილსი, ბორნა ჩორიჩი, კარენ ხაჩანოვი, ალექსანდრ ზვერევი და როჯერ ფედერერი არიან.
ჰალეს 500-იანი კატეგორიის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბორნა ჩორიჩია, ყველაზე მეტჯერ კი გამარჯებული როჯერ ფედერერი გახდა, შვეიცარიელმა აღნიშნული ტურნირი 9-ჯერ მოიგო.
მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირს რუს ჩოგბურთელთან მარცხით გამოეთიშა