ქართველი ჩოგბურთელისთვის 2019 წლის "უიმბლდონის" ტურნირი რთულად დაიწყო.
მსოფლიოს მე-16 ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს 195-ე ჩოგან ჯეიმი უორდთან თამაში ძალიან გაუჭირდა. ნიკოლოზი სტანდარტულად ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა იმ რაოდენობის "ვინერსები" არ ჰქონია, როგორც აქვს ხოლმე.
პირველ სეტში ბასილაშვილი უშანსოდ დამარცხდა - 2:6. მეორე სეტში კი, თავის მოწოდებაზე დაუშვა შეცდომა და მე-10 გეიმში დათმო მეორე სეტი - 4:6.
მესამე სეტი ძალიან ცუდად დაიწყო, პირველივე თავისი მოწოდება წააგო, თუმცა მალევე დააბრეიკა მეტოქე. მეორე ბრეიკი, უკვე მე-9 გეიმში შეასრულა და სეტიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა
- 6:4.
მეოთხე სეტი, კი ძალიან კარგად დაიწყო, პირველივე გეიმი მოიგო ბრიტანელის მოწოდებაზე. ეს ერთადერთი ბრეიკი იყო სეტში და ნიკოლოზმაც შეძლო მისი მოგება - 6:4.
ბოლო, მე-5 სეტში, ისევ პირველი გეიმის მოგება მოახერხა ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე, თუმცა მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა მატჩზე აწვდიდა. საბოლოოდ კიდევ 4 გეიმის თამაში მოუწია და საბოლოოდ მე-5 სეტში 8:6 გაიმარჯვა.
აღნიშნული გამარჯვებით ნიკოლოზმა 45 000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა და 45 სარეიტინგო ქულა მიიღო.
კარგია, რომ მძიმე, მაგრამ მაინც გამარჯვება მოიპოვა და "უიმბლდონის" მე-2 წრეში გავიდა. იქ კი, კიდევ ერთ ბრიტანელს 29 წლის მსოფლიოს 61-ე ჩოგან დენიელ ევანსს შეხვდება, რომელმაც თავისი მეტოქე 3 სეტში დაამარცხა. შეხვედრა 4 ივლისს გაიმართება.
მაგარი კაცი ხარ.