მიზეზი ემოციებია? - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
4 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში ბრიტანელ დენიელ ევანსთან (61) დამარცხდა.

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ვერცერთი სეტის მოგება ვერ მოახერხა და შეხვედრა 3 სეტში 3:6, 2:6, 6:7 დათმო.

ევანსი, მართალია, მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, თუმცა ის ბალახის კორტებზეა სპეციალიზებული და კარიერაში თუ კი რამე მნიშვენლოვანი მიღწევა აქვს, ყველა ბალახის კორტზე იყო.

ამასთანავე, ევანსს უკანასკნელ 40 დღეში ბალახის საფარზე 13 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, როცა ბალახზე თამაშისას ნიკოლოზს კარიერაში მხოლოდ 12 მატჩში აქვს გამარჯვება მოპოვებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბასილაშვილმა მესამე სეტში
4 მატჩბოლი გადაარჩინა, მათ შორის 1 მოწინააღმდეგის მოწოდებაზე, თუმცა მაინც დამარცხდა. რისი მთავარი მიზეზიც, ალბათ, ისევ ემოციური განწყობებია, ქართველი ჩოგბურთელი აშკარად ვერ ახერხებს საკუთარი თავის უარყოფითი ემოციებისაგან დაცვას.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბალახზე თამაში არ გამოდის ნიკას, თან წააგო ინგლისელთან რომელმაც ბალახზე თამაში იცის!! ესეთი ჩოგბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვყოლია და მგონი ჯობია დავფიქრდეთ სანამ მასზე არაეთიკურ გამონათქვამს ვიტყვით!! ამის გარდა ვინ გვყავს ჩოგბურთელი??? არც არავინ რა!! ნიკას მერე ვინ გვეყოლება ესეთი დონის??? ჰარდზე ნიკა იტყვის თავის სიტყვას!!!
zaza
04 ივლისი 2019 21:30
5
დინამოელო რა აქვს სამარცხვინო ადამიანობაში?!?მეტოქესთან წააგო და ჯერ არც იცი კიდევ ვის მოუგებს ეგ ევანსა.ენზე ნაკლებ არ ვინერვიულე და არ ვარ გამწარებული ,მაგრამ მაგის ადამიანობაზე სიტყვა როგფორ უნდა წამომცდეს?
თამაზი
04 ივლისი 2019 20:00
1
საწყენი ის არის, რომ, ნიკას კი არ უგებენ, არამედ ნიკა თავად აგებს! :–( რა ამბავია ამდენი შეცდომა! ეს არ არის ოცეულში მყოფი მოთამაშის საკადრისი.
N
05 ივლისი 2019 02:24
0
იცით რა არის საწყენი? სპორტსმენი რომ ასეთ წარმატებას მიაღწევს (მსოფლიოს ოცეულში მოხდება) და მერე სისტემატურად აგებს ასეულის ბოლო ვაი-ჩოგბურთელებთან, ეს არის ან ძალიან სერიოზული მიზეზის ან უვარჯიშებულობის შედეგი. ასე იწყებდნენ კარიერას უნიჭიერესი ოქრიაშვილი, ჭანტურია, ანანიძე, ყენია და ბოლოს შეგვრჩა რაღაც საშუალო და მოჩანჩალე ფეხბურთელები, რომლებსაც ხურდასავით ისვრიან ერთი ნაგავი გუნდიდან მეორეში.
დობო
05 ივლისი 2019 09:27
1
არასწორი შედარებაა. რომელი იყო ამ ფეხბურთელებიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში?
გიორგი
05 ივლისი 2019 12:05
2
ფაქტია მაგარი ჩავარდნა აქვს.თან დიდხანს გაგრძელდა.დარწმუნებული ვარ სერიოზული მიზეზი არსებობს შეიძლება პირადულიც.აშკარაა რომ უვარჯიშებელია თორემ საშუალო ჩოგბურთელებს წინააღმდეგობასაც ვეღარ უწევს.
კეთილისმსურველი
04 ივლისი 2019 23:14
1
უყურეთ ევანსი -სოუზას შეხვედრას???!!! ხუთ სეტში მოიგო სოუზამ!!! მაგრამ ევანსი ალბათ ბალახის კორტზე მინიმუმ გაზრდილია, თუ დაბადებული არა!!! ძალიან მაგარი ბრძოლა იყო!!! ჩვენ რა გვინდა, რომ ქვეყანაში სადაც ერთი ნორალური კორტი არ არსებობს, ბალახის კორტზე ხომ ლაპარაკი არ არის, ვერც იოცნებებ, ქართველმა ჩოგბურთელებმა აჩვენონ შედეგი???!!! ნიკა რასაც აკეთებს წარმოუდგენელია!!! ვინმე შეწუხდა მისი, როგორც პროფესიონალი ჩოგბურთელის ჩამოყალიბებაში???!!! სახელმწიფო და ჩოგბურთის ფედერაცია მყავს მხედველობაში!!! ან რომელიმე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა მისი სპონსორობს სურვილი???!!! არა , მხოლოდ თავისი შრომით მიაღწია ამ ადამიანმა ასეთ შედეგს!!! როგორ უბრუნდება ზოგიერთს ენა ასეთ რაღაცეებს , რომ აბრალებ კაცს, რომელიც ამას ნამდვილად არ იმსახურებს!!! ბევრისთვის, ვინც ჩახედული არ არის ღრმად ჩოგბურთში და მხოლოდ კონკრეტულ შედეგს ნახულობს და პლუს მოწინააღმდეგის გრაფაში ვერ ნახულობს სამ, ოთხ გვარს( ფედერერი,ნადალი , ჯოკოვიჩი, ...) ნებისმიერი სხვა გვარი მისთვის სუსტ ჩოგბურთელთან ასოცირდება და აღშფოთებულია, თუ როგორ წააგო ნიკამ!!! თიხნარია, ჰარდი თუ ბალახი , ამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, არც აინტერესებს!!! მადლობის მეტს ნიკა არაფერს არ იმსახურებს!!! მან ქართული ჩოგბურთი დააფიქსირა მსოფლიო ჩოგბურთის დიდ ოჯახში!!! ჩვენ და მითუმეტეს თვითონ უნდა , რომ უფრო უკეთესად იყოს ყველაფერი , მაგრამ მერწმუნეთ ეს ძალიან ძნელია და იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!!
დათო
07 ივლისი 2019 00:44
0
წერეთ და იკითხეთ! ტიპი მილიონერია და გულაობს, თქვენ კი ინერვიულეთ.
ozeki
05 ივლისი 2019 10:25
10
ბასილაშვილმა თავის მაქსიმუმს მიაღწია. მისი რეიტინგი ამიერიდან ტურნირიდან ტურნირამდე ქვევით წავა. არ შეუძლია მეტი და რა ქნას!
ლევანი
05 ივლისი 2019 10:33
7
ჩოგბურთს კარგად თამაშობს, და ტოტალიზატორს კიდე ბევრად უკეთესად !! :D სასწაულ რაღაცეებს სჩადის
Vasili
05 ივლისი 2019 10:07
6
საამაყო კაცია, მერე რა რომ წააგო.
მომავალში იქნება მოგებები.
წარმატებები ნიკას.
თედო
05 ივლისი 2019 09:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული