მიზეზი ემოციებია? - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
4 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში ბრიტანელ დენიელ ევანსთან (61) დამარცხდა.

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ვერცერთი სეტის მოგება ვერ მოახერხა და შეხვედრა 3 სეტში 3:6, 2:6, 6:7 დათმო.

ევანსი, მართალია, მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, თუმცა ის ბალახის კორტებზეა სპეციალიზებული და კარიერაში თუ კი რამე მნიშვენლოვანი მიღწევა აქვს, ყველა ბალახის კორტზე იყო.

ამასთანავე, ევანსს უკანასკნელ 40 დღეში ბალახის საფარზე 13 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, როცა ბალახზე თამაშისას ნიკოლოზს კარიერაში მხოლოდ 12 მატჩში აქვს გამარჯვება მოპოვებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბასილაშვილმა მესამე სეტში
4 მატჩბოლი გადაარჩინა, მათ შორის 1 მოწინააღმდეგის მოწოდებაზე, თუმცა მაინც დამარცხდა. რისი მთავარი მიზეზიც, ალბათ, ისევ ემოციური განწყობებია, ქართველი ჩოგბურთელი აშკარად ვერ ახერხებს საკუთარი თავის უარყოფითი ემოციებისაგან დაცვას.
მკითხველის კომენტარები / 18 /
დინამოელო რა აქვს სამარცხვინო ადამიანობაში?!?მეტოქესთან წააგო და ჯერ არც იცი კიდევ ვის მოუგებს ეგ ევანსა.ენზე ნაკლებ არ ვინერვიულე და არ ვარ გამწარებული ,მაგრამ მაგის ადამიანობაზე სიტყვა როგფორ უნდა წამომცდეს?
თამაზი
20:00 04-07-2019
1
ბალახზე თამაში არ გამოდის ნიკას, თან წააგო ინგლისელთან რომელმაც ბალახზე თამაში იცის!! ესეთი ჩოგბურთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვყოლია და მგონი ჯობია დავფიქრდეთ სანამ მასზე არაეთიკურ გამონათქვამს ვიტყვით!! ამის გარდა ვინ გვყავს ჩოგბურთელი??? არც არავინ რა!! ნიკას მერე ვინ გვეყოლება ესეთი დონის??? ჰარდზე ნიკა იტყვის თავის სიტყვას!!!
zaza
21:30 04-07-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული