მიზეზი ემოციებია? - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
4 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში ბრიტანელ დენიელ ევანსთან (61) დამარცხდა.

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ვერცერთი სეტის მოგება ვერ მოახერხა და შეხვედრა 3 სეტში 3:6, 2:6, 6:7 დათმო.

ევანსი, მართალია, მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, თუმცა ის ბალახის კორტებზეა სპეციალიზებული და კარიერაში თუ კი რამე მნიშვენლოვანი მიღწევა აქვს, ყველა ბალახის კორტზე იყო.

ამასთანავე, ევანსს უკანასკნელ 40 დღეში ბალახის საფარზე 13 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, როცა ბალახზე თამაშისას ნიკოლოზს კარიერაში მხოლოდ 12 მატჩში აქვს გამარჯვება მოპოვებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბასილაშვილმა მესამე სეტში
4 მატჩბოლი გადაარჩინა, მათ შორის 1 მოწინააღმდეგის მოწოდებაზე, თუმცა მაინც დამარცხდა. რისი მთავარი მიზეზიც, ალბათ, ისევ ემოციური განწყობებია, ქართველი ჩოგბურთელი აშკარად ვერ ახერხებს საკუთარი თავის უარყოფითი ემოციებისაგან დაცვას.
მკითხველის კომენტარები / 18 /
უყურეთ ევანსი -სოუზას შეხვედრას???!!! ხუთ სეტში მოიგო სოუზამ!!! მაგრამ ევანსი ალბათ ბალახის კორტზე მინიმუმ გაზრდილია, თუ დაბადებული არა!!! ძალიან მაგარი ბრძოლა იყო!!! ჩვენ რა გვინდა, რომ ქვეყანაში სადაც ერთი ნორალური კორტი არ არსებობს, ბალახის კორტზე ხომ ლაპარაკი არ არის, ვერც იოცნებებ, ქართველმა ჩოგბურთელებმა აჩვენონ შედეგი???!!! ნიკა რასაც აკეთებს წარმოუდგენელია!!! ვინმე შეწუხდა მისი, როგორც პროფესიონალი ჩოგბურთელის ჩამოყალიბებაში???!!! სახელმწიფო და ჩოგბურთის ფედერაცია მყავს მხედველობაში!!! ან რომელიმე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა მისი სპონსორობს სურვილი???!!! არა , მხოლოდ თავისი შრომით მიაღწია ამ ადამიანმა ასეთ შედეგს!!! როგორ უბრუნდება ზოგიერთს ენა ასეთ რაღაცეებს , რომ აბრალებ კაცს, რომელიც ამას ნამდვილად არ იმსახურებს!!! ბევრისთვის, ვინც ჩახედული არ არის ღრმად ჩოგბურთში და მხოლოდ კონკრეტულ შედეგს ნახულობს და პლუს მოწინააღმდეგის გრაფაში ვერ ნახულობს სამ, ოთხ გვარს( ფედერერი,ნადალი , ჯოკოვიჩი, ...) ნებისმიერი სხვა გვარი მისთვის სუსტ ჩოგბურთელთან ასოცირდება და აღშფოთებულია, თუ როგორ წააგო ნიკამ!!! თიხნარია, ჰარდი თუ ბალახი , ამაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, არც აინტერესებს!!! მადლობის მეტს ნიკა არაფერს არ იმსახურებს!!! მან ქართული ჩოგბურთი დააფიქსირა მსოფლიო ჩოგბურთის დიდ ოჯახში!!! ჩვენ და მითუმეტეს თვითონ უნდა , რომ უფრო უკეთესად იყოს ყველაფერი , მაგრამ მერწმუნეთ ეს ძალიან ძნელია და იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!!
დათო
00:44 07-07-2019
0
ბასილაშვილმა თავის მაქსიმუმს მიაღწია. მისი რეიტინგი ამიერიდან ტურნირიდან ტურნირამდე ქვევით წავა. არ შეუძლია მეტი და რა ქნას!
ლევანი
10:33 05-07-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული