უიმბლდონი. 1/2-ფინალები: ჯადოსნურმა ფედერერმა ნადალი გამოთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ივლისს უიმბლდონის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ უიმბლდონზე კლასიკური დაპირისპირება გაიმართა. შვეიცარიელი როჯერ ფედერეი ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდა.

ეს ჩოგბურთელებეს შორის საიუბილეო მე-40 მატჩი გახდა. ფედერერმა ნადალს 4 სეტში ანგარიშით 7:6, 1:6, 6:3, 6:4 მოუგო და ფინალში გავიდა.

მეორე ფინალისტისტის ვინაობა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რობერტო ბაუტისტა აგუტის შეხვედრაში გაირკვა. სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 4 სეტში ანგარიშით 6:2, 4:6, 6:3, 6:2 მოუგო.

შესაბამისად ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან. ფინალური მატჩი 14 ივლისს ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთმანეთს სულ 47-ჯერ შეხვდნენ, აქედან 25-ჯერ სერბმა მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ დღეს 13 ივლისს ჩვენი დროით 17:00 საათზე ქალთა თანრიგის ფინალი გაიმართება, სადაც სრენა უილიამსი სიმონა ჰალეპს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ფინალში ფედერერი უჩვეულოდ გამოიყურებოდა, თავის თავს არ გავდა. სახეზე გაბოროტება ეტყობოდა, თვალები აგღზნებული ქონდა, ზიზღით სავსე, თითქოს ვიღაცამ დაუკარგა თავისი თვისებები, რითაც ის აქამდე გამოირჩეოდა. ერთი მხრივ გასაგებია, რომ არ უნდოდა ბოლო შანსის ხელიდან გაშვება: უიმბლდონსაც მოიგებდა როგორც ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე და ეს იქნებოდა 21-ე დიდი შლემი მისთვის, თან რაფასაც ცოტათი წინ გაუსწრებდა. ჯოკოს ვულოცავ!
არჩილ
15:35 16-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული