ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი მოიგო.
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა ფინალში როჯერ ფედერერი 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 დაამარცხა და ტიტული დაიცვა. მან უიმბლდონზე მეხუთედ იმარჯვა.
ეს ჯოკოვიჩისა და ფედერერის 48-ე შეხვედრა იყო - 26 სერბმა მოიგო, ხოლო 22 შვეიცარიელმა.
შეხვედრა 5 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ფინალი 2008 წელს ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის იყო - 4 საათი და 48 წუთი.
38 წლის ფედერერს უიმბლდონი რვაჯერ აქვს მოგებული.
"ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე ერთ-ერთ საუკეთესო ფინალში დავამარცხე. ეს დიდი წარმატებაა და ჩემს ოჯახთან ერთად ვიზეიმებ", - განაცხადა ნამტჩევს ჯოკოვიჩმა, რომლისთვისაც ეს დიდი სლემის მეთექვსმეტე ტიტულია.