დაამარცხებს ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს?

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ერთმანეთის მიყოლებით სძლია კოლუმბიელ უგო დელეინის, არგენტინელ ხუან ლონდეროს და ფრანგ ჟერემი შარდის და ნახევარფინალში მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება.

გერმანიის სახელით მოასპარეზე 22 წლის ზვერევმა ჩილელი ნიკოლას ჯერი, არგენტინელი ფედერიკო დელბონისი და სერბი ფილიპ კრაინოვიჩი დაამარცხა.

ბასილაშვილი ორჯერ დაუპირისპირდა ზვერევს და ორივეჯერ დამარცხდა - 2015 წელს მარსელში (6:7, 3:6) და 2018 წელს შანხაიში (5:7, 4:6).

მატჩი 27 ივლისს, 15:30 საათზე ცენტრალურ კორტზე დაიწყება.

ტურნირის მოგების შემთხვევაში, ბასილაშვილი რეიტინგში მეთექვსმეტე პოზიციას შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დაამარცხა უკვე))
martali
18:47 27-07-2019
0
ვუყურებ და ნერვები დამაგლიჯა თან ლაივსკორეზე უბრალოდ ანგარიშს , მესამე სეტში 3-0 იგებდა და ახლა 5-5 ია ნერვულობისგან მალე კომპს დავამტრევ ალბათ წარმატებები ნიკას
roma
18:30 27-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული