ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის მეორე წრეში მეწყვილეს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აგვისტოს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (16) მონრეალის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 28-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ბასილაშვილი ლაიოვიჩს მეხუთედ შეხვდა და მეოთხედ სძლია.

7 აგვისტოს, 1/16-ფინალში ნიკოლოზი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) შეხვდება, რომელმაც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:2, 6:2 მოუგო.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ - გერმანელმა.

აღსანიშნავია, რომ შტრუფი და ბასილაშვილი მონრეალის მასტერსზე წყვილებთა თანრიგში ერთად ასპარეზობენ.  ხვალ, 7 აგვისტოს, თბილსისი დროით 02:00 საათზე ნიკოლოზი და იან-ლენარდი
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო თბილისის დროით 20:00 საათზე ედმანდისა და ფრიცის წყვილს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 5 701 945 დოლარია, გამარჯვებული კი 1 049 040 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

პირველი წრის დაძლევით ბასილაშვილმა 45 ქულა და 36 830 დოლარი გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
odala-ს: ტიპი ასეთ კომენტარზე დისლაიკს, რომ გააკათებს, ერთი მითხარი რისი ღირსია???!!! ეს შეგიძლია ნახო იმ კომენტარებში, როდესაც ნიკამ ჰამბურგი მოიგო!!! ტიპმა ყველას ჩამოუარა!!! მთელ კომენტებში მხოლოდ ერთი დისლაიკია ყველგან!!!
ეს კომენტარია: მახსოვს თქვენი შარშანდელი კომენტარიც, ნიკას სამომავლო წარმატებებს, თქვენ კი ჯანმრთელობას გისურვებთ!
გულშემატკივარი
28 ივლისი 2019 17:38
12
1
დათო
18:48 06-08-2019
1
ნაღდად მეორე დღეს უნდა გაიგო ანგარიში:)))))))))))))))დამაწყვიტა ნერვები:))))
პაატა
16:08 06-08-2019
0

სიახლეები პოპულარული