5 აგვისტოს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (16) მონრეალის მასტერსის პირველ წრეში მსოფლიოს 28-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ბასილაშვილი ლაიოვიჩს მეხუთედ შეხვდა და მეოთხედ სძლია.
7 აგვისტოს, 1/16-ფინალში ნიკოლოზი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) შეხვდება, რომელმაც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:2, 6:2 მოუგო.
ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ - გერმანელმა.
აღსანიშნავია, რომ შტრუფი და ბასილაშვილი მონრეალის მასტერსზე წყვილებთა თანრიგში ერთად ასპარეზობენ. ხვალ, 7 აგვისტოს, თბილსისი დროით 02:00 საათზე ნიკოლოზი და იან-ლენარდი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო თბილისის დროით 20:00 საათზე ედმანდისა და ფრიცის წყვილს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 5 701 945 დოლარია, გამარჯვებული კი 1 049 040 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
პირველი წრის დაძლევით ბასილაშვილმა 45 ქულა და 36 830 დოლარი გამოიმუშავა.
პ.ს. როცა მარცხიანი სერია ჰქონდ მაშინ ვიძახდი აცალეთ ამ ბიჭს მეთქი და ისევ გაგვახარებს თქო!