ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის მერვედფინალში გავიდა!

AutoSharing Option
7 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის მეწყვილეს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 3 სეტში ანგარიშით 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრეში ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში რამდენიმე დღის წინ დაამარცხა.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ - გერმანელმა.

პირველ წრეში ბასილაშვილმა სერბი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.

შტრუფი და ბასილაშვილი ამავე ტურნირზე წყვილთა თანრიგში ერთად ასპარეზობენ და დღეს, 7 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე ედმანდისა
და ფრიცის წყვილს დაუპირისპირდებიან.

ხოლო, რაც შეეხება ზვერევთან მატჩს, აღნიშნული შეხვედრა ხვალ, 8 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 24 /
წყვილებში რა ქნა,რატომ არ სწერთ?
სოსო
11:52 08-08-2019
0
ხვალ 8 აგვისტოა და გვჯერა, რომ ნიკა ყველაფერს გააკეთებს გამარვებისთვის! გვჯერა იბრძოლებ ბოლომდე! ვამაყობთ შენით! წარმატებები!
born
15:29 07-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული