7 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის მეწყვილეს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 3 სეტში ანგარიშით 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.
ამ გამარჯვების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრეში ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში რამდენიმე დღის წინ დაამარცხა.
ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ - გერმანელმა.
პირველ წრეში ბასილაშვილმა სერბი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.
შტრუფი და ბასილაშვილი ამავე ტურნირზე წყვილთა თანრიგში ერთად ასპარეზობენ და დღეს, 7 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე ედმანდისა
და ფრიცის წყვილს დაუპირისპირდებიან.
ხოლო, რაც შეეხება ზვერევთან მატჩს, აღნიშნული შეხვედრა ხვალ, 8 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული.
ერთი ბებერი იდიოტი "ჯადოს" უკეთებდა ნიკას ტრიბუნიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა :). ჰარი პოტერი გამახსენდა.
მიდი ნიკა, ზვერევის დამარცხება რომ შეგიძლია უკვე დაგვიმტკიცე (თანაც ჰარდი შენი საფარია) და მიაწექი ბოლომდე.
მაგარი კაცი ხარ