ალექსანდრ ზვერევი: მონრეალში არასდროს წამიგია

AutoSharing Option
ალექსანდრ ზვერევმა ქემერონ ნორის დამარცხების შემდეგ Tennis Panorama News-ს მცირე კომენტარი მისცა.

"შესანიშნავი გრძნობა იყო ამ კორტზე კიდევ ერთხელ გამოსვლა. იმედია, ამ კვირაში კიდევ ბევრჯერ ვითამაშებ. ვნახოთ, რა გამოვა, თუმცა დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

ძალიან მომწონს მონრეალში თამაში, ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია. 2017 წლიდან მოყოლებული, ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს აქაურობასთან. აქ არასდროს წამიგია და იმედია, მომდევნო 16 წელი ასე გაგრძელდება", - თქვა ზვერევმა.

კანადის მასტერსი ორ ქალაქში ტარდება- მონრეალსა და ტორონტოში. ქალებისა და კაცების ტურნირებს ქალაქები მონაცვლეობით მასპინძლობენ. წელს ვაჟთა
ტურნირი მონრეალში იმართება, ქალთა კი ტორონტოში.  მართალია საშას მონრეალში არ წაუგია, თუმცა ტორონტოში ორჯერ დამარცხდა. ჯერ იყო და, იენ სუნ ლუსთან წააგო 2016 წელს, ხოლო 2018 წლის გათამაშებაში სტეფანოს ციციპასთან და დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკა დაამახსოვრე მონრეალი ამ ნარცის ბიჭს!!!
დათო
16:45 08-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული