ცნობილი გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე ცინცინატის მასტერსზე, რომლის პირველ შეხვედრაშიც ქართველი ჩოგბურთელი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირის ფინალში დაამარცხა.

უფრო საინტერესო ნაწილი ნიკოლოზისთვის მაშინ დაიწყება, თუ პირველ წრეს გადალახავს.

მეორე წრეში მისი სავარაუდო მეტოქეები სტანისლას ვავრინკა (23) ან გრიგორ დიმიტროვი (74) იქნებიან. ვავრინკას 3 დიდი სლემი აქვს მოგებული, დიმიტროვი კი ერთ დროს მსოფლიოს მე-3 ჩოგანი იყო. აქვე ვიტყვით, თუ ნიკოლოზმა მესამე წრეში გასვლა მოახერხა, იქ თვით როჯერ ფედერერი დახვდება, თუმცა ამისთვის 2 რთული შეხვედრის მოგებაა საჭირო.

ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, რომელშიც მან 2017 წელს გააღწია. სხვათა შორის 2017 წელს ცინცინატის მასტერსი გრიგორ დიმიტროვმა მოიგო. შარშან კი, ბასილაშვილს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. აქედან გამომდინარე, ქულები დასაცავი არ აქვს.

ნიკოლოზი წინა კვირასთან შედარებით, რეიტინგში 1 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 2020 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს მე-17 ჩოგანია. მისი დაქვეითება მონრეალის მასტერსზე გაელ მონფილსის კარგმა შედეგმა გამოიწვია. აღსანიშნავია ის, რომ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ავიდა 2000+ სარეიტინგო ქულაზე.

რაც შეეხება ცინცინატის მასტერსს, მისი მთლიანი საპრიზო თანხა 6 056 280 დოლარი გახლავთ, გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ბასილაშვილსა და რუბლიოვს შორის შეხვედრა ხვალ, 13 აგვისტოს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

დათო
.... ნადალის გარდა , ყველა იღებს მონაწილეობას!!!
მალხაზი
https://live-tennis.eu/en/atp-live-ranking ამ ლინკზე რომ შევდივარ ისე ჩანს, რომ პირველი ათეულიდან მარტო მედვედევი და ფონინი იღებენ ცინცინატის ტურნირზე მონაწილეობას და ვინმემ იცით რა ხდება? ჯოკოვიჩი და ფედერერიც ხომ არ მოეხსნენ ტურნირიდან? არადა მოუთმენლად ველი ნიკოლოზი როგორ დაამარცხებს ჩოგბურთის მეფეს და აგრძნობინებს რომ მისი დრო უკვე წავიდა :)
დათო
საკმაოდ ძნელ ბადეში მოხვდა ნიკა !!! ფედერერი, ვავრინკა, დმიტროვი, მედვედევი, ციციპასი, ვერდასკო, კარლოვიჩი...!!! მაგრამ ორი წრის გავლა შეუძლია , აი მესამე...!!! გუშინ უყურეთ ალბათ ნადლი- მედვედევის ფინალს ტორონტიში!!! მედვედევი, რომელიც ალბათ დღესდღეისობით არის, სამეულის შემდეგ ყველაზე სტაბილური ჩოგბურთელი, და არის საუკეთესო ფორმაში ნადალთან სამარცხვინოდ დამარცხდა 6:3, 6:0!!! ახალი ინფო: ნადალმა უარი განაცხადა ცინცინატში მონაწილეობაზე!!! წარმატებები ნიკას!!!
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
სააბაზანოში ის და მისი ცოლი ერთად გვერდიგვერდ უნიტაზზე ისაქმებდნენ - რუნის გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
დამარცხებული ფედერერი, არაბიძის ტრანსფერი - 15 აგვისტოს დაიჯესტი
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
"*ეზე გკიდიათ, არა?!" - მსოფლიოს მეორე ჩოგანმა კამერა ლამის გატეხა [VIDEO]