დამარცხებული ჯოკოვიჩი: ქედს ვიხრი მის წინაშე, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში დანილ მედვედევთან განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე წარდგა და განვილი შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.

"ვფიქრობდი, რომ მართლაც კარგი შეხვედრა ჩავატარე. შესაძლოა, მესამე სეტში, როცა ანგარიში 1:0 იყო, უკეთ უნდა მემოქმედა, თუმცა როცა მოწინააღმდგე 128 მილი საათში სისწრაფით აწვდის, არც ისე ბევრ ორმაგ შეცდომას უშვებს და ყველა ბურთზე თამაშობს, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა და მის წინაშე ქედი მოვიხარო და გამარჯვება მივულოცო. მედვედევმა შეხვედრა დამსახურებულად მოიგო.

დანილი ტოპ-5-ს უახლოვდება და თუ მოიგებს, მსოფლიოს მე-5 ჩოგანი გახდება. ეჭვგარეშეა, ის მსოფლიოს
ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შემდეგ მისი თამაში აშკარად გაუმჯობესდა. მოძრაობაში მოუმატა, ფორჰენდის უკეთესი აქვს. მე არც ისე ხშირად შევხვედრივარ ჩოგბურთელს, რომელიც მეორე მოწოდების დროსაც ისევე ძლიერად აწვდის, როგორც პირველზე,"- აღნიშნა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა. რუბლიოვმა ნიკოლოზის შემდეგ  შვეიცარიელი ლეგენდების - ვავრინკასა და ფედერერის დამარცხება შეძლო, თუმცა მეოთხედფინალში, სწორედ, დანილ მედვედევთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხალხნო ხედავთ რას მოვასწარით ჯოკოვიჩსაც "დაუწყია" ტოტალუზატორზე ყომარი. ეტყობა "გაუჭირდა" ფინანსურად. :)
მალხაზი
20:02 18-08-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული