მაიამიში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავს კანადელი ჩოგბურთელის, ეჟენი ბუშარის ძმად ასაღებდა და სასტუმროში 2 თვე გოგონას ხარჯზე ცხოვრობდა.
24 წლის სოლომონ შლომო აზარმა, რომელიც არც გართობასა და რესტორნებს იკლებდა, მაისიდან ივლისის ჩათვლით, სასტუმროდან ჯამში 42 000 დოლარის ღირებულების მომსახურება მიიღო. ახალგაზრდა მამაკაცმა სასტუმრო ჭკვიანურად შეარჩია, რადგან ამერიკაში ყოფნისას ბუშარი სწორედ იმ დაწესებულებაში რჩება.
აზარს ბრალი თაღლითობაში, პერსონალური მონაცემებისა და 42 000 დოლარის მოპარვაში ედება. დაკავების დროს ჯიბეში კოკაინიც აღმოაჩნდა. ხოლო სასტუმროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მამაკაცი და ბუშარი რამდენჯერმე ნახეს
მათივე დაწესებულების ბარში და ამიტომ ენდნენ.