US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) ნამდვილ მარათონში 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მოუგო.

მატჩი 3:40 საათი გაგრძელდა.

აქამდე ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბია (394), რომელმაც კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ ჩეხ ტომაშ ბერდიხს (101) 6:1, 2:6, 6:4, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილისა და ბრუკსბის მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 28 619 350 აშშ დოლარია.

alt

OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო!

 

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ


მკითხველის კომენტარები / 15 /
გუშინ დისლაიქებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამ ხდებოდა!!! გამოქვეყნებული იყო ოთხი კომენტარი: პავლე, დათო, მალხაზი , sormona!!! რაღაც პერიოდის შემდეგ , ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, დაიწყო პავლეს და ჩემი ( დათო) კომენტარების დაბომბვა და ეს გრძელდებოდა 7-8 წთ განმავლობაში!! ამ დროს დანარჩენ ორ კომენტარს ნოლი დისლაიქი ქონდა!!! და შემდეგ დაბომბეს ეს ორი კომენტარიც!!!! დარწმუნებული ვარ, რომ 20 ნიკას არაკეთილმოსურნე არ არსებობს, მაქსიმუმ 5-6!!! ანუ დიდი ეჭვი მაქვს! რომ ამას აკეთებდა ის ადამიანი , რომელსაც ხელი მიუწვდება პროგრამაზე ანუ ამ საიტის თანამშრომელი , ან არის რაღაც ტექნიკური საშუალება, რომლის მეშვეობით ხდება ეს მანიპულიაციები!!! კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ დღეს!!!
დათო
27 აგვისტო 2019 10:41
4
ჩემიც დაიბლოკა რატომღაც, მგონი შეთქმულებას გვიწყობენ:)))
emigranti
27 აგვისტო 2019 15:20
0
ტოტალიზატორში გამაზეს ეტყობა ბლომად მაყუთები....))
Mozambiki
27 აგვისტო 2019 07:04
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული