US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) ნამდვილ მარათონში 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მოუგო.

მატჩი 3:40 საათი გაგრძელდა.

აქამდე ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბია (394), რომელმაც კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ ჩეხ ტომაშ ბერდიხს (101) 6:1, 2:6, 6:4, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილისა და ბრუკსბის მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 28 619 350 აშშ დოლარია.

alt

OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო!

 

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ


მკითხველის კომენტარები / 15 /
გენაცვალე ნიკოლოზ!!! მაგრად გაგვახარე!!! ეს კაცი- რობოტი, რომ დაამარცხე მადლობა!!! ისტორიული დღეა დღეს ქართული ჩოგბურთისთვის, ორი ჩვენი თანამემმულე გავიდა დიდი სლემის შემდეგ წრეში!!!
დათო
23:03 26-08-2019
24
ნიკოლოზ გილოცავ გამარჯვებას!!! კი გვანერვიულე შენი გულშემატკივრები მაგრამ არა უშავს, ავიტანთ. მთავარია შენ მოიგო ხოლმე!!! წარმატებები და სპორტული იღბალი მეორე წრეში. ჩვენ გვჯერა შენი.
მალხაზი
23:01 26-08-2019
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული