US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) ნამდვილ მარათონში 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მოუგო.

მატჩი 3:40 საათი გაგრძელდა.

აქამდე ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბია (394), რომელმაც კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ ჩეხ ტომაშ ბერდიხს (101) 6:1, 2:6, 6:4, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილისა და ბრუკსბის მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 28 619 350 აშშ დოლარია.

alt

OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 5 სეტში სძლია! [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო!

 

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ


მკითხველის კომენტარები / 15 /
გენაცვალე ნიკოლოზ!!! მაგრად გაგვახარე!!! ეს კაცი- რობოტი, რომ დაამარცხე მადლობა!!! ისტორიული დღეა დღეს ქართული ჩოგბურთისთვის, ორი ჩვენი თანამემმულე გავიდა დიდი სლემის შემდეგ წრეში!!!
დათო
26 აგვისტო 2019 23:03
24
ნიკოლოზ გილოცავ გამარჯვებას!!! კი გვანერვიულე შენი გულშემატკივრები მაგრამ არა უშავს, ავიტანთ. მთავარია შენ მოიგო ხოლმე!!! წარმატებები და სპორტული იღბალი მეორე წრეში. ჩვენ გვჯერა შენი.
მალხაზი
26 აგვისტო 2019 23:01
20
რა უბედურებაა ამდენი დისლაიქი არ გაგეხარდათ ნიკას მოგება? თუ დაგეწოლათ როგორც იცით ხოლმე თავის მართლება. წარმატებები ნიკას!
a.a.
27 აგვისტო 2019 00:26
11
რა ვიცი მეც ეგ მიკვირს ადრე 1-2 გამოშტერებული ადისლაიქებდა და ეხლა ეტყობა ეპიდემიაა
მალხაზი
27 აგვისტო 2019 01:10
6
არა , ეპიდემია ადრე იყო ხოლმეე , ეხლა პანდემიაა .
ATP 16 ATP 100
27 აგვისტო 2019 01:28
3
მიდი ნიკუშ!!!
პავლე
26 აგვისტო 2019 23:10
18
ყოჩაღ ნიკა, წარმატებები!
sormona
26 აგვისტო 2019 22:57
18
წარმატება ნიკა, აბა შე იცი გაგვახარე.

რამდენი მტერი გვყავს ქვეყანაში, რა უბედურ დღეშია ქვეყანა. რამდენი დისლაიქებია))
Geo_Dinamo
27 აგვისტო 2019 02:11
3
"დისლაიკების" დამწერნო რამდენი ხართ? არ გაგეხარდათ ნიკას მოგება? ვინ ხართ რა ჯიშის? სად დაიბადეთ სად გაიზარდეთ...............
eeeeex
27 აგვისტო 2019 07:56
5
გაიხარე ნიკა, გილოცავ! შენ რომ იცოდე როგორ გვახარებ შენი მოგებებით - შეიძლება თავი შეაკლა ყველა მატჩში. სულ წინსვლა და წარმატებები. მაგარი ქართველი ხარ, მადლობა! შურიანი და ბოღმა ხალხს რა გამოლევს ქართულ მიწაზე, სამწუხაროდ. შენ მაგათ ყურადღება არ მიაქციო, გააგრძელე მოგებები ჩვენ გასახარად!!!
alexandre
27 აგვისტო 2019 10:47
2
ვულოცავ ნიკას და მთელს საქართველოს გამარჯვებას.
- მართლა რა ხდება, რა უბედურებაა?! ერთი-ორი გამოქლიავებული სულ იყო, მაგრამ ეხლა რა ამბავიაა?! ამდენი დისლაიქი მილოცვაზე...
შოთა
27 აგვისტო 2019 09:10
5
სწორად დათოს კომენტარზე დისლაიქების შესახებ ჩემი კომენტარი დაბლოკეს, რატომ - გაუგებარია ?! - გაიგეთ ქართველობავ - უკვე სპორტშიც შემოვდნენ კრემლის ქართული ენის მცოდნე ქართველობის მტრები, გვარებგადმოკეთებულები-ც, შეიძლება რუსეთიდან- ვლადიკავკასიდან-აც ტროლები - მიზანი ქართველობის იდეურ -მენტალურად გახლეჩა - დაპირისპირება , მით დ ე ზ ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ ა ,მით სახელმწიფო საქართველოს დაკნინება, დაუსუსურება, გაძარცვა,გაღატაკება,რუსულ-გუბერნიად გადაქცევა -უპერსპექტივობა, ანუ ე.წ. ჰიბრიდული ომი. -სხვა -რ ა განმარტება შეოძლება ქონდეს, რომ ქართველების წარმატება ა რ უნდოდეს ქართველს ?!
გლახუნა
27 აგვისტო 2019 11:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული