ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელების შეხვედრები ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში კვლავ ერთ დროსაა ჩანიშნული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ერთეულთა თანრიგში შეხვედრებს 28 გვისტოს, 19:00 საათზე დაიწყებენ, თუმცა დაწყების დრო შეიძლება შეიცვალოს.

26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელების - ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მარიამ ბოლქვაძის მატჩები ერთ დროს დაიწყო და ორივემ იმარჯვა.

ბასილაშვილმა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3, ხოლო ბოლქვაძემ ამერიკელ ბერნარდა პერას (65) 6:3, 5:7, 6:4 სძლია.

მეორე წრეში ბასილაშვილი 18 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის
(394), ბოლქვაძე კი მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება.

ბოლქვაძე რეიტინგში 151-ე ადგილზე გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული