ფედერერის კარიერაში US Open-ზე ეს 2003 წლის შემდეგ მეორედ მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როჯერ ფედერერს 2003 წლის შემდეგ დიდი სლემის პირველ წრეში არასდროს წაუგია, თუმცა 2003 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ დათმო სეტი ამერიკის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში. პირველად ეს 2017 წელს მოხდა ტიაფოსთან.

38 წლის როჯერმა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო წლევანდელი US Open და პირველ შეხვედრაში პირველივე სეტი მსოფლიოს 190-ე ჩოგანთან, 22 წლის ინდოელ სუმით ნაგალთან წააგო.

საბოლოოდ, შვეიცარიელმა ლეგენდამ მაინც მოახერხა ახალგაზრდა მოწინააღმდეგის 4 სეტში დამარცხება - 4:6, 6:1, 6:2, 6:4. გამარჯვების მოსაპოვებლად ფედერერს 2 საათი და 30 წუთი დასჭირდა.

"პირველ წრეში
წაგებული პირველი სეტის დავიწყება შეუძლებელია. ხალხი სხვა შედეგს ელოდება, მეც რაღაც სხვას ველოდები. მე უბრალოდ ჩემი ჩოგბურთის ჩვენება მინდოდა, მსურდა, უკეთ მეთამაშა. როცა მეორე სეტში წინ წავედი (3:0), უკვე მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემს ჩოგანზე იდო", - განაცხადა მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა.

მეორე წრეში როჯერი ბოსნიელ დამირ ჯუმჰურს შეხვდება. აქამდე ბოსნიელი და შვეიცარიელი ერთმანეთს კორტზე ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა როჯერმა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინდიელი არა აცტეკი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული