US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში 21 წლის მარიამ ბოლქვაძე (151) მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან 1:6, 4:6 დამარცხდა.

27 წლის პლიშკოვა, რომლის სიმაღლე 186 სანტიმეტრია და ძლიერი ჩაწოდებით გამოირჩევა, აშკარა ფავორიტი იყო და მარიამს მატჩში, რომელიც 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა, ორ სეტში მოუგო.

ტურნირზე აქამდე ბოლქვაძემ ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5,  ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 და ამერიკელი ბერნარდა პერა (65) 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა.

ბოლქვაძე
2018 წლის მარტში რეიტინგში 569-ე ადგილზე იყო, შემდეგ ტრავმის გამო ნახევარი წელიწადი გაუცდა და ახლა 151-ე პოზიციაზეა, რაც უდავო წარმატებაა. გაგრძელებას ველით. უთუოდ!

altმარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მასე გააგრძელე, მაგარი ხარ.
777
28 აგვისტო 2019 22:09
0
წარმატებები მარიამ...
irakli
28 აგვისტო 2019 22:05
0
რა ლამაზია ჩვენი მარიამი :-) იმედია ტრამვა არ შეაწუხებს და წარმატებები აუცილებლად მოვა!
დდდ
28 აგვისტო 2019 21:54
0
მაგარი გოგო ხარ, წინსვლა და წარმატებებიც იქნება, გვიგულე შენს გვერდით
28 აგვისტო 2019 21:47
0
წაგების მიუხედავად ძალიან ვისიამოვნე მისი თამაშის ყურებით,თუ დააკვირდით პუბლიკაც მის მხარეს იყო ძირითადად,ეს კიდევ პატარა ამბავი ნამდვილად არაა როცა საქმე US OPEN-ის ცენტრალურ კორტს ეხება :) შეცდომებზე იმუშავოს და დიდ მიზნებს მიაღწევს...
ლაშა
28 აგვისტო 2019 21:44
2
ყველა შემთხვევაში მარიამის გამოსვლა ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს!! პლიშკოვასთან თანაბარ დონეზე თამაში ძალიან ძნელია და მეორე სეტში მეტ-ნაკლებად ტოლსწორად ებრძოლა. ეხლა მთავარი მარიამს წინ აქვს, რომ ეს აღებული დადებითი მუხტი გააგრძელოს!! მიღებაზე გამოჩნდა რომ მარიამს ესეთი დონის მომწოდებლთან ნათამაშები არასოდეს ექნებოდა, მოწოდებას თუ გამოასწორა მაშინ ჩემი აზრით 100-ში შესვლა რეალურია. წარმატებები მარიამს!
Zaza
28 აგვისტო 2019 21:37
1
ჯიგარი გოგოა
Brooklyn
28 აგვისტო 2019 21:36
0
პირველ რიგში მარიამობას ვულოცავ მარიამს და ყველას!!! კლასი მაინც სხვაა, მე რაც ვუყურე პლისკოვა რათქმაუნდა სხვა დონეა,მაგრამ მარიმაც 2-3 სერიოზული ვინერი დადო ნამდვილად,ბრეიკიც მიართვა ერთი და მეტი რაღა უნდა ქნას..ეხა თუ ვინმე იმას იტყვის რომ უფრო უნდა ეთამაშადა სეტი მაინც მოეგოო ის არაა ჩოგბურთის გაგებაში...ამ ეტაპისთვის კარგი გამოცდილებაა პლიუს ცენტრალურ კორტზე სათამაშოდ ზოგი საერთოდ ვერ ხვდება კარიერაში) 1 სეტში 1-1 კადრი იყო შესვენებაზე როგორი ამაყი იყო,მე გამისწორდა მაგის დანახვა:)...წარმატებათ უნდა ჩაითვალოს ეს ეტაპი დღესდღეობით და მომავალში უფრო წინსვლა და უფრო მეტი წარმატებები მარიამს!!!
avto
28 აგვისტო 2019 21:32
1
რა გასაკვირია?! მსოფლიოს მესამე ჩოგანთან ვინ არ დამარცხებულა: გინდა ქალებში და გინდა კაცებში! თანაც პირველი გამოსვლა იყო ამხელა სტადიონზე: ღელვა, გამოუცდელობა!.. მარიამს ყველაფერი წინა აქვს და ბევრჯერ გაგვახარებს! შემომიერთდით, ვისაც გვსურს, რომ დიდი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ლამაზ მარიამს!!!
N
28 აგვისტო 2019 21:28
1

სიახლეები პოპულარული