კაროლინა პლიშკოვა: ბოლქვაძე ძალიან ნერვიულობდა, თუმცა მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა კაროლინა პლისკოვამ მარიამ ბოლქვაძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე თავის ოპონენტზეც ისაუბრა.

"წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, ამ მატჩში თავს უკეთ ვგრძნობდი. ცენტრალურ კორტზე ვთამაშობდი, განსხვავებული მოწინააღმდეგე მყავდა, არც ჩემი ქვეყნიდან ყოფილა. ის ძალიან ნერვიულობდა და აქედან გამომდინარე, გარკვეული ასპექტები სხვანაირად იყო. მე კი, პირველი დღისაგან განსხვავებით, ნაკლებად ვნერვიულობდი და ვფიქრობ, უკეთესადაც ვთამაშობდი.

მინდა ვთქვა, რომ ბოლქვაძე საქმეში პირველად ვნახე. აქამდე არც მისი ვარჯიში, არც მისი შეხვედრა ნანახი არ მქონდა. მგონია, რომ მან მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა. მართალია, მოწოდება
მთლად კარგი არ იყო, თუმცა ცაციაა და არაა ადვილი მის გადმოგდებულ ბურთზე საპასუხოდ დარტყმა. ის პირველ სეტში ნერვიულობდა და ამას თქვენც ხედავდით.

სწორედ ნერვიულობის გამო ძალიან ბევრჯერ ცდებოდა, თუმცა მეორე სეტში გაცილებით უკეთესი იყო. მე არ ვიცი, ზუსტად რამდენი წლისაა ის, თუმცა ვთვლი, რომ ბოლქვაძეს აქვს დრო პროგრესისთვის და ასეთ შეხვედრებში, ასეთ კორტზე თამაშში მიღებული გამოცდილება მას აუცილებლად გამოადგება", - განაცხადა ჩეხმა ჩოგბურთელმა.

მარიამი პლისკოვასთან ამერიკის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 4:6. იქამდე კი, 3 შეხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო, ხოლო ძირითადი ბადის პირველ წრეში მსოფლიოს 65-ე ჩოგანი დაამარცხა. განახლებულ რეიტინგში მარიამ ბოლქვაძე, სავარაუდოდ, მსოფლიოს 151-ე ჩოგანი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი მადლობა იმისთვის რომ რეკლამა სახეზე აღარ გვეფარება...წლებია თქვენი გვერდით ვსარგებლობ და ამრეკლამის შემყურე აღარ შემეძლო უკვე,თქვენი საქმეა რათქმაუნდა ვის და რას გაუკეთებთ რეკლამას მაგრამ ხომშეილება ისე გაკეთოთ რომ ჩვენ მკითხველებს ხელი არშეგვეშალოს და ნერვები არდაგვაწყდეს?მადლობა კიდევ ერთხელ
გიორგი777
01:31 30-08-2019
1
ახლა რას ამბობს ბოლქვაძის დედა?
zurab
14:15 29-08-2019
20

სიახლეები პოპულარული