US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხ სეტში კოპფერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (15) გერმანელ დომინიკ კოპფერთან (118) 3:6, 6:7, 6:4, 1:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

განსაკუთრებით დასანანი ნიკოლოზის მიერ მეორე სეტის დათმობა იყო, რომელსაც 4:1-ს იგებდა, მესამე სეტში გამარჯვების შემდეგ, თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ მეოთხე სეტში უშანსოდ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3, ხოლო მეორეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) 3:6, 7:6, 7:5, 6:2 მოუგო.

კოპფერმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მეოთხე წრეში სავარაუდოდ, საუცხოო
ფორმაში მყოფ დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელიც ესპანელ ფელიციანო ლოპესს ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
კოპფერთან კი არა საკუთარ თავთან დამარცხდა.
cotne
05:00 31-08-2019
1
კალაშნიკოვამაც გაიარა ერთი წრე და პატარა შრიფტით მაინც დაწერეთ სტატია , კუთხეში რომ ამოაგდოს ისეთი :D:P
კახა
12:05 31-08-2019
0

სიახლეები პოპულარული