ნოვაკ ჯოკოვიჩი ფანს დაემუქრა: მენდე, თამაშის შემდეგ გიპოვი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ამერიკის ღია ჩემპიონატზე ასპარეზობის დასრულებამდე ფანებთან რამდენიმე ინციდენტი მოუვიდა.

ეს შემთხვევა US Open-ის მესამე წრის შეხვედრისას მოხდა, როცა ნოვაკი ამერიკელ კუდლას ეთამაშებოდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას როჯერ ფედერერის ფან-მაისურით მყოფ გულშემატკივარსა და შეკრებილ პუბლიკას "shut the f**k up" დაუყვირა, ხოლო თამაშის დაწყებამდე გულშემატკივართან კონფლიქტი მოუვიდა და უთხრა: "მენდე, თამაშის მერე გიპოვი. იცოდე, გიპოვი".

"დასალევად", - უპასუხა ნოვაკმა, როცა ჰკითხეს, თუ რა მიზნით უნდოდა იმ ადამიანის პოვნა.

"ძალიან მომეწონა ის ბიჭი. მინდა, რომ სასმელი ვუყიდო. საუბრის შინაარსს კი
ჩვენ შორის შევინახავ. ის მე ძალიან დამეხმარა, შეიძლება არც კი იცის, მაგრამ თამაშის წინ მოგების უფრო დიდი მოტივაცია მომცა. ალბათ, ეს არ უნდოდა, მაგრამ მაინც".

ამ თამაშის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული და ნოვაკი სტან ვავრინკასთან დამარცხდა. სერბმა თამაში ტრავმის გამო მაშინ შეწყვიტა, როცა 2 სეტი უკვე წაგებული ჰქონდა და მესამე სეტის მესამე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე ქულების გარეშე დათმო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული